ხასიათი იმ თვისებების ერთობლიობას გამოხატავს, რომელიც ადამიანს გააჩნია. ზოგი გაბედული და მამაცია, ზოგი – ფრთხილი და წინდახედული. ზოგს ხმაურიანი ცხოვრება მოსწონს, ზოგი – სახლში, კომფორტულად, მშვიდად ყოფნას ამჯობინებს. ზოგიერთი ადამიანი ძალიან გულღია და მხიარულია, ზოგი უფრო დინჯი და გულჩათხრობილი…
ხასიათის ზოგიერთი თვისება ბავშვობაშივე ყალიბდება, ზოგი წლებთან ერთად, ცხოვრებისეული გამოცდილების ფონზე იცვლება. თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ თვისებას ადამიანები თავიანთი მშობლებისაგან მემკვიდრეობით იღებენ. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ მშობლები ძალიან მშვიდი ადამიანები არიან, შვილს კი ხმაურიანი ცხოვრება მოსწონს ან პირიქით. საინტერესოა, რატომ ხდება ასე?
პასუხი მარტივია: გენები მხოლოდ ჩვენს მიდრეკილებას განსაზღვრავენ და შემდეგ ყველაფერი გარემოსა და აღზრდაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჩვენი ხასიათის დაახლოებით მესამედი ბიოლოგიური ფაქტორებით არის განსაზღვრული. ანუ ჩვენი სხეული და ტვინი თავდაპირველად გარკვეულ ტემპერამენტზეა მორგებული.
მაგალითად, ზოგიერთი ბავშვი ცვლილებებს საკმაოდ მარტივად ეგუება. ზოგს კი სიახლეებთან ადაპტირება უჭირს. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი განსხვავებები სიცოცხლის პირველი თვეებიდანვეა შესამჩნევი.
ოჯახი და უშუალოდ, ის გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ის, როგორც ღრუბელი, ისე შთანთქავს ნებისმიერ ქცევასა თუ სიტყვას… სრულად
დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთGreentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება
ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi