ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ესე იგი, ყველაფერს ბედი უნდა, ერთი ექიმი ქალბატონის გარეგნობას შეეხო მეორე ექიმი ქალბატონი და ჩამოიქცა ქვეყანა და დადგა მცველთა ჯარი, და რაც თავი მახსოვს, ვისაც არ ეზარება ყველა მე მათრევს გარეგნობის გამო (სხვათაშორის, იმ დამცველთა ჯარიდანაც ბევრი) და კაციშვილს თავი არ მოუკლავს ჩემი დაცვით და არ მოგატყუებთ, არც მიფიქრია, რომ ვინმეს უნდა დავეცავი, გარეგნობა გემოვნების ამბავია, ყველას არ და ვერ მოეწონები,” – წერს ნინო ნადირაძე.
ცნობისთვის, ექიმი ციცინო შურღაია წონასთან დაკავშირებული განცხადების გამო გააკრიტიკეს.
ექიმ ციცინო შურღაიას „ტვ პირველი“ რუბრიკით „სახლი“ და მისი წამყვანი გოგოლა კალანდაძე სტუმრობდა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, საოცარ ფორმაში ხართ, მაინტერესებს სპეციალური რაციონით იკვებებით – ციცინო შურღაიამ უპასუხა:
„წლებია არ ვჭამ, შენი გარეგნობა მეტყველებს შენს ინტელექტზე, არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. იმისთვის, რომ არ გასუქდე, აუცილებელია სწორად იკვებო. არ უნდა ჭამო სამი თეთრი ფხვნილი – შაქარი, მარილი და ფქვილი. სიმინდის ფქვილი შეიძლება. სადაც გლუტენია საერთოდ არ უნდა ჭამო, ძალიან რთულია, მაგრამ ასე უცბად არ ჭამო, ესეც რთულია. წლები სჭირდება იმას, რომ ბოლოს და ბოლოს შეგძულდეს. ნამცხვარს არ შევჭამ არასოდეს ალბათ, ნაყინს არ შევჭამ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის ჩემი ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო. როდესაც 71 კილო ვიყავი, მითხრეს რომ ღვიძლი გაცხიმოვნებული გაქვს, ერთი გრამიც რომ მოიმატო უკვე შენი საქმე არ იქნება კარგადო. იმის მერე დავიწყე. დაკლება რაში მჭირდება? სიგამხდრე არის ჯანმრთელობა, დააკვირდით ძალიან ღრმა სიბერემდე აღწევს ისეთი ხალხი, როგორიც შენ ხარ (წამყვანს)“ – თქვა შურღაია.
ციცინო შურღაიას განცხადებას ინფექციონის მაია ბუწაშვილი გამოეხმაურა: “სერიოზულად ჩავფიქრდი ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ამას რომ ექიმი პირიდან ამოუშვებს, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ.”
შემდეგ კი გადაცემა “სარკასტიკაში” ციცინო შუღაიამ უპასუხა: “ბუწაშვილის აზრი არ მაინტერესებს, მაგას პლასტიკური ქირურგია მაინც არ უშველის, რომ შევხედე მასთან პლასტიკური ქირურგია უძლურია.”


