იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს “ჯორჯიან ეარვეისის” რეგულარული რეისით დღეს საღამოსვე ჩამოიტანენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. 

ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლი, 15:36 საათზე გამოდმოვიდა.

კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. 

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან პირველად მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩააბრძანებენ, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ.

საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს “ჯორჯიან ეარვეისის” რეგულარული რეისით დღეს საღამოსვე ჩამოიტანენ.

“ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს “ჯორჯიან ეარვეისის” რეგულარული რეისით დღეს საღამოსვე ჩამოიტანენ. 19 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იერუსალიმიდან-საქართველ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi