„არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა…“ – როგორ ინარჩუნებს ფორმას ციცინო შურღაია, ცნობილი პლასტიკური ქირურგის რეკომენდაცია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

 

ექიმ ციცინო შურღაიას „ტვ პირველი“ რუბრიკით „სახლი“ და მისი წამყვანი გოგოლა კალანდაძე სტუმრობდა.

ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა უამრავ საკითხზე ისაუბრა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, თუ როგორ ინარჩუნებს ფორმას. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, საოცარ ფორმაში ხართ, მაინტერესებს სპეციალური რაციონით იკვებებით-ციცინო შურღაიამ უპასუხა: „წლებია არ ვჭამ, შენი გარეგნობა მეტყველებს შენს ინტელექტზე. არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

იმისთვის, რომ არ გასუქდე, აუცილებელია სწორად იკვებო. არ უნდა ჭამო სამი თეთრი ფხვნილი- შაქარი, მარილი და ფქვილი. სიმინდის ფქვილი შეიძლება, სადაც გლუტენია საერთოდ არ უნდა ჭამო, ძალიან რთულია, მაგრამ ასე უცბად არ ჭამო, ესეც რთულია. წლები სჭირდება იმას, რომ ბოლოს და ბოლოს შეგძულდეს. ნამცხვარს არ შევჭამ არასოდეს ალბათ, ნაყინს არ შევჭამ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის ჩემი ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო. როდესაც 71 კილო ვიყავი, მითხრეს რომ ღვიძლი გაცხიმოვნებული გაქვს, ერთი გრამიც რომ მოიმატო უკვე შენი საქმე არ იქნება კარგადო. იმის მერე დავიწყე დაკლება. რაში მჭირდება? სიგამხდრე არის ჯანმრთელობა, დააკვირდით ძალიან ღრმა სიბერემდე აღწევს ხალხი, როგორიც შენ ხარ (წამყვ. – ამბობს შურღაია.)

- Advertisement -
Ad imageAd image

 

https://youtu.be/BvIHEToOKJQ

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა…“ – როგორ ინარჩუნებს ფორმას ციცინო შურღაია, ცნობილი პლასტიკური ქირურგის რეკომენდაცია. 6 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/არასოდეს-ინტელექტუალურ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi