ასტროლოგმა და ფსიქოლოგმა გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:
„17 მაისს, თბილისის დროით 00:01 საათზე გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალმთვარეობა კუროს ზოდიაქოს 25°57′ გრადუსზე და თუ რა საკითხები წამოიწევს წინა ხაზზე სწორედ ამ სტატიაში ვისაუბრებ:
მე ამ პროცესს ,,მოულოდნელ გადატვირთვას” დავარქმევდი, რადგანაც პლანეტა ურანის გავლენა თვალშისაცემია.
ზოგადად, ახალმთვარეობა არის ასტრონომიული პროცესი, როდესაც მზე და მთვარე ერთსა და იმავე ნიშანში მოძრაობენ და უერთდებიან ერთმანეთს.
ასეთ დროს კარგია ახალი საქმეების დაწყება და აქტიურ ფაზაში გადასვლა.
მოახლებული ახალმთვარეობა აერთიანებს კუროს სტაბილურ ენერგიას და ურანულ არაპროგნოზირებადობას.
ზოგადად, მნათობები ახლოს იქნებიან კუროს ნიშნის ფიქსირებულ ვარსკვლავ ,,ალგოლთან”, რომელი ვარსკვლავიც ნაკლებად სასიამოვნოა.
თუმცა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში უახლოესი ორ კვირიანი ზონა მოიტანს დიდ სერიოზულ ცვლილებებს და ფინანსურ დაწინაურებებს, ზოგთან კი გაუგებრობებს და კონფლიქტებს.
მთვარის და ურანის შეერთება, როცა ურანი ტყუპებშია მოიტანს გეგმების გადახედვას, რეორგანიზაციას, ძველი სტრუქტურის დანგრევას და ახლის აშენებას.
არაა გამორიცხული, რომ შეიქმნას ახალი საფინანსო ორგანიზაციები, ბიზნეს-პროექტები, ფულადი მათემატიკური ოპერაციები და სხვა …
შანსები დადებითია იმისთვის რომ ცვლილებებმა გაამართლოს კიდეც, რადგანაც ექსპანსიისა და გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი პოზიტიურ როლს თამაშობს ამ ყველაფერში.
არ გამოვრიცხავ რომ ბევრმა ფული იშოვნოს უძრავი ქონების გასხვისებბით ან უბრალოდ ამ თემას კარგად მოკიდონ ხელი.
ალგოლის სიახლოვე ამ ახალმთვარეობას ინტენსივობას ჰმატებს.
საჭიროა, რომ იყოთ მოქნილნი და არ დაიგვიანოთ!
შესაძლოა მოგიწიოთ ინფორმაციების გარკვევა-გადახედვაც.
დრო მისაღებია სტიქიურად მიწასთან, ბუნებასთან კონტაქტისთვის.
თქვენი გეგმების ბოლომდე ფორმირებისთვის.
არ ვარგა გაუაზრებელი ხარჯი. შეიძლება ვინმეს ფული ასესხოთ კიდეც და უკან აღარ დაგიბრუნონ.
უფრო მეტად ეცადეთ გაისტუმროთ ვალდებულებები და ნუ აყვებით უკანონო მაცდუნებელ შემოთავაზებებს.
გისურვებთ ბედნიერ დღეებს!
პატივისცემით!“


