ქართველების საყვარელი მომღერალი დათო კენჭიაშვილი, თავისი კარიერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს იწყებს – „საქართველოს ბულბულის“ დიდი ტურნე საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს!
7 მაისს დათო კენჭიაშვილი საკუთარ დაბადების დღეს სცენაზე, მაყურებელთან ერთად აღნიშნავს. ტურნე საზეიმოდ გაიხსნება 7 მაისს, ბათუმის კულტურის ცენტრში (საზაფხულო თეატრში), საღამოს 8 საათზე.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარებული სოლო კონცერტის შემდეგ, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, დათო კენჭიაშვილი უამრავ წერილს იღებდა გულდაწყვეტილი მსმენელისგან. ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან წერდნენ, რომ ვერ მოახერხეს თბილისში ჩამოსვლა და ვერ დაესწრნენ მის კონცერტს, რაც მომღერალმა გულთან ახლოს მიიტანა.
„ფილარმონიის კონცერტის შემდეგ აურაცხელი რაოდენობის წერილებს ვიღებ სხვადასხვა რეგიონებიდან გულდაწყვეტილი ხალხისგან, რომლებმაც ვერ მოახერხეს ჩემს კონცერტზე თბილისში ჩამოსვლა. ამიტომ გადავწყვიტე, თავად ჩავიდე ჩემს ყველა მსმენელთან, ყველას ჩავუტანო ჩემი სიყვარული, სითბო და გავუზიარო ბედნიერება. ტურნეს 7 მაისს ბათუმიდან ვიწყებთ. იმედი მაქვს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გვერდში დამიდგებიან ამ დიდ გზაზე, რომ ჩემი მსმენელი გავახარო“, – ამბობს დათო კენჭიაშვილი.
პირველი კონცერტის შემდეგ ტურნე გაგრძელდება 23 ივნისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, შემდეგ კი მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბს: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, ქართლი და სვანეთი. დათო თავისი მუსიკითა და სითბოთი საქართველოს ყველა რეგიონში აპირებს ჩასვლას.

გრანდიოზული ტურნე მიზნად ისახავს ქართული ფოლკლორისა და ეროვნული მუსიკის კიდევ უფრო ფართოდ გაცნობას და სიყვარულის გაზიარებას იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში იყო დათოს შემოქმედების ერთგული მხარდამჭერი და მსმენელი.
ბათუმის კონცერტის ბილეთები უკვე გაყიდვაშია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). საქართველოს ბულბულის“ დიდი ტურნე 7 მაისს, ბათუმიდან იწყება! დათო კენჭიაშვილი, თავისი კარიერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს იწყებს. 5 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-ბულბულის-დი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

