შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავინ იყიდა 10 ყველაზე ძვირად ღირებული სახელმწიფო ქონება - ჩამონათვალი და ფასები

ვინ იყიდა 10 ყველაზე ძვირად ღირებული სახელმწიფო ქონება – ჩამონათვალი და ფასები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული ქონება ჩაჩავას კლინიკამ იყიდა. სახელმწიფო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მიხედვით, 2023 წელს აუქციონზე გამოტანილ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს შორის, ყველაზე მეტი, სწორედ მან გადაიხადა.

უფრო კონკრეტულად, კლინიკამ თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5 580 000 ლარად შეიძინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ პროექტის ფარგლებში ყველაზე ძვირად გაყიდული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მყიდველების შესახებ ინფორმაციას:

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, N91-ში არსებული 1190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა კომპანიამ „ჯითექსი“ 4 578 500 მლნ ლარად შეიძინა.

თბილისში, კახეთის გზატკეცილის მე-20 კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6390.00 კვ.მ. და 1162.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – შპს ფრანკომ 2 511 000 ლარად იყიდა.

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N21-ში/ქალაქ ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩა N2-ში მდებარე 1983.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N3 შენობა-ნაგებობები – 2 155 000 ლარად გაიყიდა. ინვესტორი შპს პრემიუმ კონსტრაქშენია.

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, N83-ში (ნაკვეთი 8/16) მდებარე 6117.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – შპს იონფაშ ჯორჯიამ 2 155 000 ლარად შეიძინა.

თბილისში, დიდ დიღომში, III მიკრო/რაიონში, N26 კორპუსის მიმდებარედ არსებული 3179.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა – 2 005 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი გივი შავერდაშვილია.

თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 3570.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში შპს „გიო 2010“-მა 1 987 000 ლარი გადაიხადა.

თბილისში, რევაზ მამისაშვილის ქუჩა N1ბ-ში მდებარე 4092.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 1 952 000 ლარად იყიდა შპს „იფქლი დიღომმა“.

თბილისში, ევროპის ჩიხი N2-ში მდებარე 11672.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – შპს ჯი-თი გრუპმა 1 917 000 ლარად იყიდა.

  ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

ბორჯომში, გორკის ქუჩა N2-ში არსებული 3001.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 49% წილი – 1 517 500 ლარად გაიყიდა. ინვესტორია შპს „ბანი 2007“.

თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩა N37-ში მდებარე 2545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა – დავითი ჯიმშელაძემ 1 505 000 ლარად შეიძინა.

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2019 წლიდან ახორციელებს. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი