„ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, ალბათ პირველი არ მიყვარდა ისე ძალიან“ – ალეკო მახარობლიშვილი პირად ცხოვრებაზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ალეკო მახარობლიშვილმა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ დანგრეულ ქორწინებაზე და მისი ცხოვრების სიყვარულზე ისაუბრა.

როგორც მან მაყურებელს გაუმხილა, ჯერ კიდევ პირველ ქორწინებაში იყო, როდესაც ის და მისი ახლანდელი მეუღლე გაიპარნენ.

„სულ ვიღაც მიყვარდა, მერე დადგა პერიოდი როცა არავინ მიყვარდა და ჩავთვალე, რომ ამაზე მეტად აღარავინ შემიყვარდებოდა. ამ ჩემ პირველ მეუღლეს ვუყვარდი და არაფერი დაუშავებია, პირიქით მე დავაშავე და მე მასთან მადლობის გარდა არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან ასეთი კარგი შვილები გამიზარდა.

მათ აღზრდაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი შვილები როგორ უნდა გაზარდო – მე ვიცი სიყვარული, მიყვარს ძალიან ჩემი შვილები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, პირველი ალბათ არ მიყვარდა ისე ძალიან. მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე დღემდე ერთად ვართ და იმედია, სულ ასე ვიქნებით“,- ამბობს ალეკო მახარობლიშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, ალბათ პირველი არ მიყვარდა ისე ძალიან“ – ალეკო მახარობლიშვილი პირად ცხოვრებაზე. 22 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ქორწინებაში-ვიმყოფებოდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi