„მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას-შენობა იყო ავარიული“ – კალაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება, – აღნიშნა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„რაც შეეხება კორპუსს, იყო ავარიული, მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იყო გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, გაკეთებული იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ ვუზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს. თქვენ იცით,. რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იყო მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, უზრუნველყოფილია ქირით“, -განაცხადა კახა კალაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას-შენობა იყო ავარიული“ – კალაძე. 14 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მინიჭებული-ჰქონდა-მე-5-კა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi