უკვე მრავალი წელია ტარდება მასწავლებლის გამოცდები, პირველ ეტაპზე, ჩვენი საკანონმდებლო საფუძვლიდან გამომდინარე, მოქმედი მასწავლებლები გადიოდნენ გამოცდაზე, ახლა კი უკვე პროცენტულად გადანაწილდა და მასწავლებლობის მსურველები უფრო მეტი შემოდიან, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა მასწავლებლის გამოცდაზე საუბრისას.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს უნდათ მასწავლებლად მუშაობა და ამ პროფესიაში შემოსვლა. ეს არის ერთ-ერთი და ძირითადი მიზეზი მასწავლებლის გამოცდაზე აპლიკანტების რაოდენობის ზრდის. მათთვის საგამოცდო პროცესი დაიწყება 8 ივლისიდან“, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.