გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების პროცესის დაწყების პირველ მონაცემებს აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე გამოსაცდელი.
„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 დაიწყო!
დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.
ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი“. 3 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქართული-ენისა-და-ლიტერა/
