პარასკევი, ივლისი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პენიტენციურ სისტემაში უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, მათ შორის უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო მასალებზე წვდომა და საჭირო ტექნოლოგიური საშუალებები.

სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვას“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან დაიწყო.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
Irina Datashvili
  „ხმით ვტიროდი და მაყურებელს ბოდიშიც მოვუხადე ჩემი ემოციებისთვის“ – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი ყველაზე ემოციურ პირდაპირ ჩართვას იხსენებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი