საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი – რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათების შესახებ, 5 რჩევა გამოსაცდელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან, 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათების შესახებ
  • საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გამოცდის თარიღის, ადგილისა და რეგისტრაციის დაწყების თაობაზე;
  • დაკარგვის შემთხვევაში, საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან (online.naec.ge);
  • აგამოცდო ბარათი შეგიძლიათ დაბეჭდოთ შავ-თეთრად. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იკითხებოდეს;
  • შესაძლებელია ბარათის გადაკეცვა, თუმცა ისე, რომ არ დაზიანდეს მასზე დატანილი შტრიხკოდი;
  • და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, ან სხვა დღეს გამოცხადებისას გამოცდაზე აღარ დაიშვებით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
ცნობისთვის, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი – რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათების შესახებ, 5 რჩევა გამოსაცდელებს. 19 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საგამოცდო-ბარათების-ამობ/

  მადრიდში გამართულ გასტრო კონგრესზე „Madrid Fusión 2025“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi