ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო

დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო

დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა იწყება.

მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს.

კვირის დღეებში წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირული იმართება.

ასევე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მთელი დიდმარხვის განმავლობაში, მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვას კითხულობენ, რომელიც ასევე მეტი სინანულისთვისაა.

დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყება და 49 დღის შემდეგ, 20 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

  „უეცრად შემოვიდა მაია, დავინახე და გავგიჟდი...“ - მურმან ჯინორია ოჯახის შესახებ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი