დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა იწყება.

მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს.

კვირის დღეებში წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირული იმართება.

ასევე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მთელი დიდმარხვის განმავლობაში, მორწმუნეები დილა-საღამოს ლოცვების შემდეგ ეფრემ ასურის ლოცვას კითხულობენ, რომელიც ასევე მეტი სინანულისთვისაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყება და 49 დღის შემდეგ, 20 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა დაიწყო. 3 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დღეიდან-დიდმარხვის-პირვე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi