შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე სიკვდილისა არ გეშინია, რადგან თავისი სუსტი ბეჭებით წინ...

„სანამ დედა ცოცხალია, მანამდე სიკვდილისა არ გეშინია, რადგან თავისი სუსტი ბეჭებით წინ ეღობება სიკვდილს…” – გოდერძი ჩოხელის განუმეორებელი სიტყვები დედაზე

თუკი ვინმე, ჩვენს შორის, მიწად ჩამოსული იმიერი სამყაროს სული იყო, ეს გოდერძი ჩოხელია. კაცი სამყაროს მანათობელი და სინდისი… ამიტომ უჭირდა ხორცის სამოსის ტარება. ხშირად უნდა ვიკითხოთ მისი მოთხრობები, ლექსები და უფრო გავაადამიანურდებით…

გახსოვთ, ალბათ, საოცარ სიტყვებს ამბობს დედაზე “ადამიანთა სევდაში”… დედა მისთვის მთავარი ხატება ყოფილა…

“პრაიმტაიმის” მკითხველს ფოლკლორისტმა – ეთერ თათარაიძემ ასეთი რამ უამბო:

“დედა მისთვის ხატი და ფრესკა იყო. ლელა დეიდა რომ კვდებოდა, გოდერძიმ დაგვირეკა, დედა კვდება და ჩქარა წამოდითო. მე, ჩემი და, ლელა და ამირანი ჩავედით ფასანაურში. მძიმედ იყო, ვერ საუბრობდა ლელა დეიდა უკვე. შეგვხედა, გვიცნო და მზერა ჩვენზე შეაჩერა, გოდერძი მარტო არ იყო, იფიქრა, ალბათ. საითაც გოდერძი წავიდოდა, თვალებით დაჰყვებოდა. ეს სურათი თვალწინ მიდგას. რომ გარდაიცვალა, გოდერძი სრულიად განადგურდა. მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მერე უკვე ცოლი, ნინო და ვაჟები იყვნენ მისთვის ყველაფერი…

დედის შემდეგ სხვანაირად ჩაღრმავებული გახდა. არავინ იცის, ადამიანის სულის ხვეულები საით მიემართება.”

***

გოდერძი ჩოხელი:

“გუდამაყარში მაღალი მთებია და როცა მთვარე ამოდის, ძნელი გასარჩევია, დღეა თუ ღამე.

სათიბი მაღლა გვქონდა მთაში. დედაჩემს ეგონა, გათენდა, არადა, უშველებელი მთვარე ანათებდა. ღამით ჩრდილებმა უსაშველოდ იციან დაგრძელება. მივდივართ. დედაჩემი წინ მიმიძღვის. უცებ ვხედავ, გორაზე შედგა და მთვარის შუქმა ისე დაჰკრა ბეჭებზე, რომ დედის ლანდი დაგრძელდა, დაგრძელდა, დაგრძელდა, ხევში ჩავიდა, ხევიდან ამოვიდა, გორა გადაიარა, მერე სადღაც გადაიკარგა, მალე მეორე მთაზე აღმოჩნდა, იმ მთას გადასცდა, კიდევ იქით აუყვა, აუყვა და დაიკარგა. შევხედე და დავინახე შრომისგან ნაჯაფი, დაჩიავებული დედაჩემი, და ამ დროს მისი ამხელა ლანდი მთელი გუდამაყრის მთებს გადაწვდა.

მაშინ ვამთავრებდი რომანს “ადამიანთა სევდა” და გამიხარდა, რომ დასასრული ვიპოვე. აი, რა აზრი დამებადა:

“სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა, იმიტომ რომ ერთხელაც დედა აღარ იქნება და მაშინ მოვა დასასრული. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან… ნახეთ სრულად

  დიდი ლურჯი ხვრელი 5 700-წლიან საიდუმლოს ინახავს — რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.