სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დედას ძალიან ბევრი ტრაგედია აქვს გადატანილი, ერთადერთი შვილი დავრჩი...“ - რას ჰყვება...

„დედას ძალიან ბევრი ტრაგედია აქვს გადატანილი, ერთადერთი შვილი დავრჩი…“ – რას ჰყვება დალი ჩიტალაძე 84 წლის დედაზე და რაზე სწყდება გული მასთან ურთიერთობაში

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში – „დედას“, მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ დედის შესახებ ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა.

დალი ჩიტალაძემ ბავშვობასთან და დედასთან დაკავშირებული რამდენიმე ემოციური ფაქტიც გაიხსენა და ასევე ისაუბრა, თუ რაზე სწყდება ყველაზე მეტად გული დედასთან ურთიერთობაში:

„დედა ჩემთვის ყველაფრის საწყისია, ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, ვინმეს დედა დავუძახო, რომ მყავს დედა.

დედას ძალიან ბევრი ტრაგედია აქვს გადატანილი – და და ძმა მყავს გარდაცვლილი, ამდენი სტრესის შემდეგ დედა არ არის კარგად, თითქმის სულ მწოლიარეა, დიდი სიხარულია, როდესაც მას ფეხზე მყოფს ვხედავ.

რომ ვნახულობ, სულ ვეფერები, სულ ვეხუტები, რომ ჩემგან დარჩეს ეს სითბო, არ მინდა რომ [სითბო] დავაკლო, მინდა ბევრი დრო მქონდეს, რომ მასთან ერთად გავატარო.

ძალიან მკაცრი მშობლები მყავდა, არ მქონდა უფლება, სკოლაში 5-ზე ნაკლები ნიშანი მიმეღო.

ყოველთვის დამწყდება გული და სულ ვინანებ, რატომ არ გავატარე უფრო მეტი დრო დედასთან…

სულ ტკივილები აქვს, მაგრამ მაინც სულ უხარია, სულ გაღიმებულია, სულ იცინის“, – აღნიშნავს დალი ჩიტალაძე.

 

  ნინო ლაცაბიძე: „GWP-თან მკაცრად დავაყენეთ საკითხი, რომ რუსთავში არსებული გამოწვევების დასაძლევად, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და სწრაფი ტემპია საჭირო“ - სემეკში გამართულ შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში, რუსთავის წყალმომარაგებაში არსებული შეფერხებების მიზეზებიც განიხილეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი