შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებანინო ლაცაბიძე: „GWP-თან მკაცრად დავაყენეთ საკითხი, რომ რუსთავში არსებული გამოწვევების დასაძლევად, კიდევ...

ნინო ლაცაბიძე: „GWP-თან მკაცრად დავაყენეთ საკითხი, რომ რუსთავში არსებული გამოწვევების დასაძლევად, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და სწრაფი ტემპია საჭირო“ – სემეკში გამართულ შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში, რუსთავის წყალმომარაგებაში არსებული შეფერხებების მიზეზებიც განიხილეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების საკითხებზე იმსჯელა.

სემეკში გამართულ შეხვედრას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილი, სემეკისა და კომპანია GWP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე დაგეგმილ შეხვედრაზე, სემეკმა კომპანია GWP-ის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის მიმდინარეობის შესახებ მოისმინა დეტალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გიგა ნადირაძემ წარადგინა.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ GWP-ის ხელმძღვანელობას საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტების დროულად შესრულება მოსთხოვა.

,,2022-2024 წლის მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა იქნა სემეკის მიერ დამტკიცებული. GWP-იმ ამ გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, თუმცა 2025 წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში, კომპანიას არ აქვს ის ტემპი, რომელიც უფრო მეტად იქნებოდა ორიენტირებული, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა ჩვენი ქალაქისთვის. ამ თემაზე რეგიონული განვითარების სამინისტროშიც გვქონდა შეხვედრა, დღეს კი ჩვენი მიმართვის საფუძველზე, სემეკში განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ GWP-თან მკაცრად დავაყენეთ საკითხი, რომ რუსთავში არსებული გამოწვევების დასაძლევად, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და სწრაფი ტემპია საჭირო. დღეს 2025 წლის გეგმაც გავიარეთ, ასევე სექტემბერში დაიგეგმა შეხვედრა, სადაც GWP-ის 2026 წლის საინვესტიციო გეგმას განვიხილავთ ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია GWP-იმ საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტების ტემპი დააჩქაროს. ,,მარეგულირებელმა კომისიამ GWP-ს დაუმტკიცა საინვესტიციო გეგმა, როგორც დედაქალაქისთვის, ასევე რუსთავისთვის და მცხეთისთვის, სადაც უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო პროექტები. ჩვენ დღეს კომპანიისგან მოვისმინეთ ამ პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის, რომ GWP-იმ დააჩქაროს რეაბილიტაციის ტემპი, რათა მუნიციპალიტეტმა შეძლოს დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება”, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

  ლეგენდარული ოთარ რამიშვილის ოჯახი და ყველა თაობის საყვარელი სიმღერა "ფუტკარი"

სემეკში გამართულ შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში, რუსთავის  წყალმომარაგებაში არსებული შეფერხებების მიზეზებიც განიხილეს. ,,სემეკში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც კომპანიის საინვესტიციო გეგმის შესრულების ტემპს და ვადებს, ასევე, ბოლო პერიოდში, ქალაქის წყალმომარაგების შეფერხებების მიზეზებს. ჩვენ GWP-გან მივიღეთ დაპირება, რომ ეს მიზეზები საფუძვლიანად აღმოიფხვრება და რუსთავი მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელზე, რუსთავში მიმდინარე პროექტები რამდენიმე დღის წინ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს. 2022-2024 წლებში კომპანია GWP-იმ რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრეცელებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.