გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში – „დედას“, მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ დედის შესახებ ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა.
დალი ჩიტალაძემ ბავშვობასთან და დედასთან დაკავშირებული რამდენიმე ემოციური ფაქტიც გაიხსენა და ასევე ისაუბრა, თუ რაზე სწყდება ყველაზე მეტად გული დედასთან ურთიერთობაში:
„დედა ჩემთვის ყველაფრის საწყისია, ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, ვინმეს დედა დავუძახო, რომ მყავს დედა.
დედას ძალიან ბევრი ტრაგედია აქვს გადატანილი – და და ძმა მყავს გარდაცვლილი, ამდენი სტრესის შემდეგ დედა არ არის კარგად, თითქმის სულ მწოლიარეა, დიდი სიხარულია, როდესაც მას ფეხზე მყოფს ვხედავ.
რომ ვნახულობ, სულ ვეფერები, სულ ვეხუტები, რომ ჩემგან დარჩეს ეს სითბო, არ მინდა რომ [სითბო] დავაკლო, მინდა ბევრი დრო მქონდეს, რომ მასთან ერთად გავატარო.
ძალიან მკაცრი მშობლები მყავდა, არ მქონდა უფლება, სკოლაში 5-ზე ნაკლები ნიშანი მიმეღო.
ყოველთვის დამწყდება გული და სულ ვინანებ, რატომ არ გავატარე უფრო მეტი დრო დედასთან…
სულ ტკივილები აქვს, მაგრამ მაინც სულ უხარია, სულ გაღიმებულია, სულ იცინის“, – აღნიშნავს დალი ჩიტალაძე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „დედას ძალიან ბევრი ტრაგედია აქვს გადატანილი, ერთადერთი შვილი დავრჩი…“ – რას ჰყვება დალი ჩიტალაძე 84 წლის დედაზე და რაზე სწყდება გული მასთან ურთიერთობაში. 22 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დედას-ძალიან-ბევრი-ტრაგ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

