„დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია“-მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე: „მან გააჟღერა ბევრი არასწორი ინფორმაცია - ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის. სამყარო ჩამოქცეული მაქვს. გიჟური გამოხტომები და პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა არის სრული აბსურდი“

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში არსებულ კითხვებსა და უკმაყოფილებას, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ეხმიანება. კერძოდ, მან კომენტარი დაწერა ნანა ჟორჟოლიანის ფეისბუქ-პოსტზე და განაცხადა, რომ დღევანდელი “პოსტაობა” სირცხვილი და დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა.

“ღმერთმა არ ქნას, ჩვენს ქვეყანაში ნია იმნაძეებმა, გიორგი მალანიებმა, ალექსანდრე გაბაშვილებმა, გიორგი რიჟაძეებმა, დემეტრე ჩიქოვანებმა, ანი ნასყიდაშვილებმა და ანასტასია ბერუაშვილებმა იბატონონ.
ჩემთვის აღარც აწმყოა და მით უფრო, არც მომავალი, მაგრამ თქვენთვის დადგება დრო და თქვენი დღევანდელი პოსტაობა, საკუთარ თავთან შეგარცხვენთ. ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. ვადასტურებ წარსულში თქვენდამი დიდ პატივისცემას,” – წერს ეკა კუპატაძე.

საპასუხოდ, ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ იმნაძე, დანაშაულის ჩადენიდან 10 თვის შემდეგ დააკავეს და ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით.

“ვწუხვარ თქვენს შეფასებას.
არც მალანიაზე და განსაკუთრებით სხვა გვარებზე კითხვა არ ყოფილა.
ამ ეპიზოდზე თქვენვე ამბობდით რომ მტკიცებულებები არ იყო და ლეგიტიმური ეჭვი გქონდათ მათი გაქრობის.
ყველა იურისტმა იცის რომ დაკავებისთვის მნიშვნელოვანია ახალი გარემოება.
ამ ნაწილში რომ კითხვები დაისვა, რადგან დაკავება 10 თვის შემდეგ მოხდა, რა მტკიცებულებები გაჩნდა, ტელეფონი გაიხსნა, რა ეწერა, ბევრი კითხვაა კიდევ, ეს რომ პრობლემაა მხოლოდ მიკვირს,” – წერს ჟორჟოლიანი, რომელსაც ეკა კუპატაძემ პასუხად დაუწერა: “ვერაფერიც ვერ გაიგეთ. მე თქვენ თქვენს შეცდომაზე გეუბნებით. თქვენი შეცდომა არის დანაშაულის ტოლფასი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია”.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია“-მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს. 6 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დადგება-დრო-და-დღევანდე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T00:07:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi