შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვეშ მუშაობა სერიოზულ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული. სიცხე მნიშვნელოვნად ამცირებს შრომისუნარიანობასა და კონცენტრაციის უნარს, რაც პირდაპირ ზრდის სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების წარმოშობის საფრთხეს.

აღნიშნული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. პირველ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინსპექტორები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ როგორც დამსაქმებლებთან, ისე დასაქმებულებთან, სადაც მათ დეტალურად აცნობენ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რეკომენდაციებს.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ეტაპის შემდგომ, უწყება ინტენსიურად დაიწყებს ინსპექტირების პროცესს.

მონიტორინგისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებსა და სამუშაოებს, რომლებიც ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება.
ინსპექტირებისას შეფასდება: კომპანიების მიერ რისკების შეფასებისა და სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვის ხარისხი; დასაქმებულთა უზრუნველყოფა სასმელი წყლითა და დასვენებისთვის საჭირო სათანადო პირობებით; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება; დასაქმებულთა სათანადო ინფორმირებულობა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი პრევენციული ზომების მიღება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. 6 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შრომის-ინსპექციის-სამსა-2/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T23:32:47+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi