პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარა განსხვავებაა რაფინირებულ და არარაფინირებულ ზეთს შორის და როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი

რა განსხვავებაა რაფინირებულ და არარაფინირებულ ზეთს შორის და როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი

ზეთის არჩევის ზოგადი წესები საფეხურები – გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. თუ ზეთი გაუცხელებლად (მაგალითად, სალათის შესაკაზმად) უნდა გამოიყენოთ, ეცადეთ, არარაფინირებული (ან არასრულად რაფინირებული) შეიძინოთ, ხოლო თუ რამის შესაწვავად გინდათ, რაფინირებულის შეძენა ჯობს.
  2. აუცილებლად შეამოწმეთ შენახვის ვადა: რაფინირებული ზეთი 1 წელიწადს ან ცოტა მეტხანს ინახება (გამონაკლისია რაფინირებული ზეითუნის ზეთი – მისი შენახვის ვადა 2 წელია), არარაფინირებული კი უფრო ნაკლებ ხანს: 3-8 თვეს. თუ ზეთის შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა ამაზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტს სპეციალური ქიმიური ნივთიერებები – ანტიოქსიდანტები აქვს დამატებული. ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნეა, ამიტომ შეძლებისდაგვარად ერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომლის შენახვის ვადა 2 წელზე მეტია.
  3. მიაქციეთ ყურადღება, რომ შენახვის ვადა გასული არ იყოს! გაფუჭებული ზეთი ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია!
  4. მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ რაფინირებული ზეთი კრიალა, გამჭვირვალე იყოს, არ ჰქონდეს ნალექი. არარაფინირებულ ზეთს კი შეიძლება მცირე ნალექი ჰქონდეს, რომელიც სასარგებლოც კია ორგანიზმისათვის.
  5. თუ ზეთს აწერია, რომ იგი არ შეიცავს ქოლესტერინს, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო ხრიკია და ზეთის ეს სახეობა არაფრით სჯობს სხვას. საქმე ის არის, რომ ქოლესტერინს არც ერთი მცენარეული ზეთი არ შეიცავს, ეს ნივთიერება მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებშია. ზეითუნის ზეთის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ სორტს. ის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული. საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებულია ზეითუნის ზეთის რამდენიმე სორტი:
  6. Virgin Olive Oil. ეს არის არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ფიზიკური მეთოდების (დაწნეხა, დაყოვნება, ფილტრაცია) გამოყენებით, ქიმიური გაწმენდის გარშე.
  7. Refined Olive Oil (ან უბრალოდ Olive Oil) – რაფინირებული ზეითუნის ზეთია. ამ ზეთის ერთ-ერთი სახეობა, Light Olive Oil, ისეა დამუშავებული, რომ მისი რამდენიმეჯერ გაცხელებაც კი შეიძლება – მისი გაცხელებისას კანცეროგენული ნივთიერებები არ წარმოიქმნება.
  8. Pure Olive Oil – რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ნარევია.
  9. Pomace Olive Oil – ეს ყველაზე დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთია. იგი მიიღება ზეთისხილის ნაწნეხისგან ქიმიური გამხსნელებისა და მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.
  10. ყველაზე სასარგებლოა Virgin Olive Oil (ამავე დროს ის ყველაზე ძვირიც ღირს). მაგრამ თუ ზეთის გაცხელებას, მასში რამის შეწვას გეგმავთ, რა თქმა უნდა, ჯობს, Refined Olive Oil შეიძინოთ, სასურველია Light Olive Oil ტიპისა. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ბაზარზე სუფთა ზეითუნის ზეთად სხვადასხვა ზეთის ნარევს ასაღებენ.
  11. თუ ასეთი საეჭვო ზეთის შეძენა შემოგთავაზეს, გირჩევთ, ჯერ ცოტაოდენი შეიძინოთ და 2-3 დღით მაცივარში შედგათ – სუფთა ზეითუნის ზეთი 2-3 დღის შემდეგ თეთრ ნალექს გაიკეთებს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე სწრაფად გაქრება.
  12. თუკი ზეითუნის ზეთში სხვა ზეთია შერეული, ასეთი ნალექი აღარ წარმოიქმნება. ასე იოლად მიხვდებით, ზეითუნის ზეთი სუფთაა თუ სხვა ზეთი აქვს შერეული. კიდევ ერთი: ზეითუნის ზეთი ყოველთვის ყვითელი არ არის. მისი ფერი იმ ნიადაგსა და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, სადაც ზეითუნი მოიყვანეს და ყვითლიდან მწვანემდე იცვლება. არარაფინირებული ზეითუნის ზეთი Virgin Olive Oil შენახვის დროსაც იცვლის ფერს.
  ფსიქიკური ჯანმრთელობა — პრობლემაა, რაზეც ხმამაღლა არ ვსაუბრობთ

წყარო

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.