რა დაგიჯდებათ საქართველოს გულშემატკივრობა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში? – Wizz air-მა ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ავიაკომპანია Wizz air-მა გერმანიის მიმართულებით ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა.

მხოლოდ ერთკვირიანი შუალედის -10 ივნისისა და 17 ივნისის ბილეთებს შორის ფასი თითქმის 3-ჯერ არის მომატებული. ავიაკომპანიის ვებგვერდზე 10 ივნისის ბილეთი ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ერთ ადამიანზე 609 ლარი ღირს, 17 ივნისს კი 1 375 ლარი. დორტმუნდიდან ქუთაისისკენ 14 ივნისის ფრენა 319 ლარი, 21 ივნისს კი 1 060 ლარი.

შედეგად გამოდის, რომ საქართველო-თურქეთის ნაკრების თამაშზე ფეხბურთის გულშემატკივრებს გერმანიაში ფრენა საშუალოდ (ამ დროისთვის არსებული ფასებით) 2 435 ლარი დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რა დაგიჯდებათ საქართველოს გულშემატკივრობა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში? – Wizz air-მა ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა. 28 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-დაგიჯდებათ-საქართველო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi