„ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა…“ – ეკა კუპატაძე

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე: „მან გააჟღერა ბევრი არასწორი ინფორმაცია - ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის. სამყარო ჩამოქცეული მაქვს. გიჟური გამოხტომები და პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა არის სრული აბსურდი“

ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე „პალიტრავიდეოსთან“ საუბარში აცხადებს.

მისივე თმით, ანასტასია ბერუაშვილისთვის თავდასხმამდეც და თავდასხმის შემდეგაც ცნობილი იყო ყველაფერი.

„ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ გიგას დაესხმებოდნენ თავს და იმ ღამესვე, ვიდრე ექიმი დაუსვამდა დიაგნოზს, მანამ იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა, რომ გიორგი რიკაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა იძალადეს გიგაზე და გიგა გაითიშა. ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. სხვათა შორის, ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

მან ასევე ისაუბრა ნია იმნაძის დაკავებაზეც და განაცხადა, რომ ჯერ საქმის მასალები არ აქვს და არ იცის კონკრეტულად, რა ახალი მტკიცებულებები გახდა ნია იმნაძის დაკავების საფუძველი.

„საქმის მასალები ჯერჯერობით გადმოცემული არ მაქვს, თუმცა მთელმა საქართველომ იცის, რომ მე აქტიურად ვთანამშრომლობდი პროკურატურასთან გამოძიების განმავლობაში და ვიცოდი, რომ ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაციები აღდგა. „მეტასთან“ თანამშრომლობდა პროკურატურა, სახლში იყო ფარული მოსასმენი აპარატურა, რა მასალებიც ექსპერტიზისთვის იყო გადაცემული. ნია იმნაძის ტელეფონიდან საკმაოდ ბევრი მასალაა აღდგენილი. მაგრამ სავარაუდოდ, ახალი მტკიცებულებებიც გაჩნდა, რაც ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, თუმცა ზუსტად რა ფორმით, როგორ არის და რა მტკიცებულებაა, მე ჯერ ეს ხელთ არ მაქვს“, – განაცხადა ეკა კუპატაძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა…“ – ეკა კუპატაძე. 6 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ნია-იმნაძის-სახლში-ფარუ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T00:07:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi