შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა, ღიმილით წავიდა და დამტოვა მიწაზე“...

„გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა, ღიმილით წავიდა და დამტოვა მიწაზე“ – ასურეთში ტრაგიკულად დაღუპული მფრინავის შვილის ემოციური პოსტი

7 თებერვალს, სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულ მფრინავს, რეზო უთურგაურს 10 თებერვალს დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მფრინავის შვილი, ირენ უთურგაური ავრცელებს და მამას ემოციურ პოსტს უძღვნის:

„გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა. ღიმილით წავიდა თავისი ძალიან ლამაზი, საყვარელი საქმის კეთებისას და დამტოვა მიწაზე…

მივმართავ ყველას, ვისაც გიყვარდათ და უყვარდით:
პანაშვიდი იქნება – ხუთშაბათი-პარასკევი, ადამ მიცკევიჩის 27, ბინა 19.
გასვენება – შაბათს, 3 საათზე, ამაღლების ეკლესიიდან (უნივერსიტეტის ქ. 6)“, – წერს ირენ უთურგაური.

  ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილის შენიშვნის შემდეგ პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი