7 თებერვალს, სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულ მფრინავს, რეზო უთურგაურს 10 თებერვალს დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მფრინავის შვილი, ირენ უთურგაური ავრცელებს და მამას ემოციურ პოსტს უძღვნის:
„გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა. ღიმილით წავიდა თავისი ძალიან ლამაზი, საყვარელი საქმის კეთებისას და დამტოვა მიწაზე…
მივმართავ ყველას, ვისაც გიყვარდათ და უყვარდით:
პანაშვიდი იქნება – ხუთშაბათი-პარასკევი, ადამ მიცკევიჩის 27, ბინა 19.
გასვენება – შაბათს, 3 საათზე, ამაღლების ეკლესიიდან (უნივერსიტეტის ქ. 6)“, – წერს ირენ უთურგაური.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა, ღიმილით წავიდა და დამტოვა მიწაზე“ – ასურეთში ტრაგიკულად დაღუპული მფრინავის შვილის ემოციური პოსტი. 8 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გუშინ-მამაჩემი-იმაზე-შო/
