კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჯარის ბანაკი გაიხსნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჯარის ბანაკი გახსნეს. 

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს ჯარის ბანაკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას.

„ბანაკში გატარებული დღეებით ახალ შესაძლებლობებს შეიძენთ. თქვენი ჯგუფის მეთაური სერჟანტები ცოდნასა და დიდ გამოცდილების გაზიარებენ. თქვენს ინსტრუქტორებს ზურგს უმაგრებთ წლობით დაგროვილი გამოცდილება და ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ! გვეამაყება, რომ „ჯარის ბანაკმა“ გაამართლა და დღეს ის წარმატებული პროექტია, მის მიმართ ინტერესი იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე ათას მოსწავლეს ვმასპინძლობთ, როგორც კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში, ისე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. ვცდილობთ, წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ეს პროექტი და მეტი შინაარსით დავტვირთოთ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. კითხვის გაგრძელება…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჯარის ბანაკი გაიხსნა. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბანაკი/

  „დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყნისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. ჩვენ ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში ურთიერთობაზე, ახალგაზრდების ურთიერთობაზე“-მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi