მედიაში რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალი ქეთა თოფურია მესამედ ემზადება დედობისთვის.
თოფურიასთან დაახლოებულმა წყარომ რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ ის მართლაც სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. მომღერალი დეკრეტულ შვებულებაში გასვლას ბოლო თვეში გეგმავს.
მომღერალი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ლევ ძენგოვი გაზაფხულზე კიდევ ერთი შვილის მშობლები გახდებიან. წყვილის პირველი შვილი, ადამი, ახლახან სამი წლის გახდა და ბავშვის დაბადების დღის წვეულებიდან გადაღებული ფოტოების შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ 37 წლის თოფურია ორსულად იყო.
“ქეთა მართლაც ბავშვს ელოდება. ქეთას და მის მეუღლეს ყოველთვის უნდოდათ მეტი შვილი, ამიტომ ორივე სიხარულით მეშვიდე ცაზეა. ქეთა უკვე შვიდი თვის ორსულია. ორსულობა საკმაოდ მარტივად მიდის, ქეთა აგრძელებს პერიოდულად გამოსვლას დახურულ ღონისძიებებზე, მაგრამ თავს იკავებს სოციალურ ქსელში გამოჩენისა და დიდი კონცერტებისგან. ვიცი, რომ მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გეგმავს დეკრეტულ შვებულებაში წასვლას, როგორც ეს მოხდა მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაში, ახლა ის და მისი მეუღლე აქტიურად ემზადებიან ნანატრი დღისთვის“, – ამბობს წყარო.
ქეთას ადამის გარდა ჰყავს ქალიშვილი ოლივია, რომელიც ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ქორწინებისას შეეძინა. ძენგოვს ასევე ჰყავს უფროსი შვილები წინა ურთიერთობებიდან – ვაჟი ლეონიდი და ქალიშვილი შოშანა. წყარო
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ქეთა თოფურია მესამე შვილს ელოდება? – „ქეთა და მის მეუღლე სიხარულით მეშვიდე ცაზე არიან“. 8 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ქეთა-თოფურია-მესამე-შვილ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
