პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ კოვიდპანდემიის წარმატებულად მართვაში“ – ბიძინა ივანიშვილისა და...

გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ კოვიდპანდემიის წარმატებულად მართვაში“ – ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილი

იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე მწუხარებას გამოთქვამენ.

ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.

დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არამარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც – ის გახლდათ ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი.

გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ COVID-19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში. ბატონი თენგიზი, კოლეგებთან ერთად, ყოველთვის იდგა ქართული საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და გამონაკლისი არც პანდემიასთან ბრძოლა იყო.

გულწრფელად თანავუგრძნობთ შესანიშნავი პიროვნებისა და პროფესიონალის, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი.. თეატრის მიღმა თამაშს არ ცნობდა და ცხოვრობდა ისე, როგორც გრძნობდა“ – ნიკო გომელაური დღეს 54 წლის გახდებოდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი