ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისირატომ მიეწყობა ხოლმე ერთმანეთს უსიამოვნებები და როგორ დაადგენთ, რომ სახლი დაწყევლილია ან...

რატომ მიეწყობა ხოლმე ერთმანეთს უსიამოვნებები და როგორ დაადგენთ, რომ სახლი დაწყევლილია ან თავად ხართ გათვალული

წყევლა, ჯადო, გათვალვა რომ კარგს არაფერს მოასწავებს, ეს ყველამ იცის. ვერც იმას დაიჩემებთ, მე ამას ვინ გამიკეთებს, არავისთვის არაფერი დამიშავებიაო – მტერი ყველას ჰყავს… ამქვეყნად რა დალევს ბოროტსა და შურიანს. თანაც, ამ ყველაფრის რომ არც გწამდეთ, რა დაშავდება, თუ ბნელი ძალების გავლენის სიმპტომებს გაეცნობით და რამე საეჭვოს შენიშვნისთანავე, ნაცად საშუალებებს მიმართავთ. ასე, სხვისი დახმარების გარეშეც შეძლებთ, უბედურება თავიდან აიცილოთ. თუ როგორ უნდა მოიქცეთ ხსენებულ სიტუაციაში, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი თემურ ბ.

-ცუდი ამბები მიეწყო ერთმანეთს: ბევრს ავადმყოფობთ, გახშირდა სკანდალები სახლში, სამსახურშიც პრობლემებია და შესაბამისად, ფულიც გამოგელიათ. ერთი სიტყვით, ყველაფერი „ცუდადაა”. სახლში ამ უბედურების მიზეზი კი, დიდი ალბათობით, წყევლა და ჯადოა, ანდა ბოროტისგან პირადად თქვენ ხართ გათვალული…

– როგორ უნდა დავადგინოთ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ბოროტი ძალებია?

– ბოროტი თვალის არსებობას მოასწავებს შემდეგი ნიშნები, თუ: სახლში იპოვეთ უცხო ნივთები, ზღურბლზე ჭუჭყისა და სიბინძურის პატარა გროვა აღმოაჩინეთ, კარის ჩარჩოებში კი – ნემსის ან ქინძისთავის გადატეხილი ნარჩენები; ასევე, თუ სახლში მცენარეები ხმება, ცხოველები უცნაურად იქცევიან, საკვები სწრაფად ფუჭდება… და ეს ყველაფერი ხდება მიმდინარე ცხოვრებისეული უსიამოვნებების ფონზე. სიტუაცია არასასიამოვნოა, მაგრამ თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვინც მასში აღმოჩენილა. სამწუხაროა, მაგრამ შური და სხვა მანკიერებანი ცუდ ადამიანებს სიმშვიდეს არ აძლევს და ბოროტ თვალს მეგობრისთვისაც კი არ „იშურებენ“. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ასეთი საყოფაცხოვრებო წყევლა, როგორც წესი, საკმაოდ ადვილი მოსახსნელია, რადგან მოყვარულებიც კი აკეთებენ ამას.

– რა უნდა ვქნათ?

– ამ სიტუაციას რომ გაუმკლავდეთ, არსებობს სამი გზა. პირველია: „დაივიწყო” და არაფერი გააკეთო – გჯეროდეს, რომ ყველაფერი თავისით „მოგვარდება”. ამ შემთხვევაში, წყევლის ეფექტი დროთა განმავლობაში მართლაც შესუსტდება. მაგრამ მისმა შედეგებმა შეიძლება სიცოცხლე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოგიწამლოთ. წვრილმანი წარუმატებლობები და უსიამოვნო სიურპრიზები 10 წლის შემდეგაც კი არ ქრება. მეორე გზაა, მიხვიდეთ პროფესიონალთან. ათასი ჯურის მკითხავსა და მკურნალს შორის უნდა მოძებნოთ კეთილსინდისიერი, რათა განზრახ არ გააზვიადოს პრობლემა და „ბუზი სპილოდ არ აქციოს“. ასეთ შემთხვევაში პროცედურა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, შედეგი კი, რბილად რომ ვთქვათ, არ იქნება გარანტირებული. თანაც, კიდევ ბევრი „მაგიური სენი“ აღმოგაჩნდებათ, სასწრაფო მკურნალობას რომ საჭიროებს. მესამე მეთოდი, როგორც ჩანს, ყველაზე საიმედოა. გააკეთეთ ყველაფერი თავად, სრულიად უფასოდ და გარანტირებული შედეგით.

  ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში მომდევნო თვეებში და ვის როგორი სიყვარული ელის

– რა მეთოდებია ასეთი?

– მთავარია, არ შეგეშინდეთ და იმ 9 ხერხის გამოყენებისას, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, ყველაფერი სწორად გააკეთოთ. აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება. მაშ ასე: 1. სახლიდან გაიტანეთ უცნობი საგნები. რასაც საეჭვოდ მიიჩნევთ, სანაგვეში გადაყარეთ. მათი ხელის ხლების კი, არ შეგეშინდეთ, მთავარია, სახლში არ გააჩეროთ. 2. თუ ზღურბლზე ჭუჭყის გროვას აღმოაჩენთ, მაშინვე მოაშორეთ. შურისძიება კარიდან იწყება. 3. მას შემდეგ, რაც საეჭვო ნივთებს მოიშორებთ, მთელი ბინა სველი წესით კარგად დაასუფთავეთ და დაალაგეთ. კუთხე-კუნჭულშიც არ დატოვოთ მტვერი და აბლაბუდა. შემდეგ გახსენით ფანჯრები და ოთახი კარგად გაანიავეთ. დაწმინდეთ ფანჯრები – დადებითი ენერგია სახლში სუფთა მინის საშუალებით უნდა შემოვიდეს. ასეთი ზომები სახლს ყველა უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდს. 4. თუ მცენარეები წყევლამ და ჯადომ დაღუპა, დაუყოვნებლივ გადააგდეთ და მოიშორეთ ისიც, რომელსაც გაფუჭების ნიშნებს შეატყობთ. საყვარელ ყვავილებთან განშორება ძნელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს. კარგი იქნება, თუ ახალ ქოთნებში ახალი ყვავილები დაიკავებს დაზიანებულის ადგილს. უმჯობესია, ისეთი მცენარეები აირჩიოთ, მაქსიმალურად რომ შთანთქავს უარყოფით ენერგიას. მათი სია გრძელია და მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ინტერნეტში. 5. თუ პირად ნივთებში ნემსები ან ქინძისთავები იპოვეთ, ისინიც აუცილებლად გადაყარეთ. 6. ბინის დასუფთავების შემდეგ, უმჯობესია, მისი კურთხევა. ისევ ორი ვარიანტია: მღვდელს უხმეთ და ყველაფერი კანონის მკაცრი დაცვით ჩაატარეთ; ანდა ნაკურთხი წყალი სახლის ყველა კუთხეში აპკურეთ და „მამაო ჩვენო“ წაიკითხეთ – ეფექტი მსგავსი იქნება. ყველა ზემოაღწერილი მეთოდიდან ბინის კურთხევის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ცუდი ენერგია მაინც რჩება სახლში, ის წმინდა წყალსა და ლოცვას ვერ გაუძლებს. 7. შემდეგ საკუთარი სხეულის გაწმენდაა საჭირო. უპირველესად, კარგი ორთქლის აბაზანა მიიღეთ. ორთქლი ადამიანისგან მთელ ნეგატიურ ენერგიას გამოდევნის.

8. სულის განწმენდა, ალბათ, ყველაზე რთული ეტაპია. თუ მორწმუნე ხართ, წადით ეკლესიაში აღსარებაზე. მოინანიეთ ცოდვები და წყენაც ყველას აპატიეთ. აპატიეთ მასაც, ვინც დაგწყევლათ და ჯადო გაგიკეთათ – უთანაგრძნეთ, რადგან ჩადენილი ბოროტება უკვალოდ არ ქრება: მის მქმნელს ის ათმაგად უბრუნდება უკან. თუ მორწმუნე არ ხართ, საკუთარი თავის წინაშე მოინანიეთ ცოდვები. მონანიების ხარისხს კი, სირცხვილის გრძნობა განსაზღვრავს, რომელსაც იმ მომენტში განიცდით. თუ სირცხვილისგან ატირდით კიდეც, ეს სულის ფაქტობრივ გაწმენდას ნიშნავს და ცრემლებთან ერთად, მთელი უარყოფითი ენერგიაც გაქრება. 9. მონანიების შემდეგ, გულწრფელად დადეთ პირობა, რომ ცუდ საქმეებს აღარ გააკეთებთ. წმინდა სულს „ბოროტება“ ვერ გაეკარება. დაბოლოს, ყოველთვის ეცადეთ, სრულიად უანგაროდ, რაც შეიძლება მეტი სათნოება და თანაგრძნობა გამოიჩინოთ სხვის მიმართ. ეს ფაქტობრივად, პიროვნული „რესტარტია“. კეთილი სიტყვებით გამოხატული მადლიერება პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავთ, ბოროტი თვალის კვალსაც არ დატოვებს თქვენში. წყარო

  მოინიშნეთ თარიღები, რაზეც ასტროლოგი გვაფრთხილებს - „ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.