გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ კოვიდპანდემიის წარმატებულად მართვაში“ – ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
სამძიმრის წერილი

იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე მწუხარებას გამოთქვამენ.

ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.

დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არამარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც – ის გახლდათ ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი.

- Advertisement -
Ad imageAd image

გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ COVID-19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში. ბატონი თენგიზი, კოლეგებთან ერთად, ყოველთვის იდგა ქართული საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და გამონაკლისი არც პანდემიასთან ბრძოლა იყო.

გულწრფელად თანავუგრძნობთ შესანიშნავი პიროვნებისა და პროფესიონალის, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ კოვიდპანდემიის წარმატებულად მართვაში“ – ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილი. 2 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გამორჩეულია-მისი-როლი-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi