პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა ცივი ომის შემდეგ – რუსეთმა და დასავლეთმა 24 მსჯავრდებული გაცვალეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
პატიმრების გაცვლა

პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა ცივი ომის შემდეგ – რუსეთმა და დასავლეთმა 24 მსჯავრდებული გაცვალეს. მათგან 16 შტატებში, 8 კი რუსეთში დაბრუნდა. აეროპორტებში პატიმრებს, როგორც ვაშინგტონში, ისე მოსკოვში, პირადად პრეზიდენტები დახვდნენ.

პროცესში ჩართული იყო გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია და თურქეთი. ცნობილია, რომ გათავისუფლებულებს შორისაა  Wall Street Journal-0  ის” ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩიც, ამერიკის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.

რუსი პოლიტპატიმრები ვლადიმერ კარამურზა, ილია იაშინი, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი. რუსეთში დაბრუნდა საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელიც. ვადიმ კრასიკოვსა და სხვა ჯაშუშებს მალე პუტინი ერთგულებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა ცივი ომის შემდეგ – რუსეთმა და დასავლეთმა 24 მსჯავრდებული გაცვალეს. 2 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/პატიმრების-ყველაზე-მასშტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi