ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ავთანდილმა“ კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაათავისუფლა, რაც სასამართლოზე დამსაქმებელმა თავად აღიარა

„ავთანდილმა“ კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაათავისუფლა, რაც სასამართლოზე დამსაქმებელმა თავად აღიარა

შპს „ავთანდილ ცქვიტინიძემ“ კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაუშვა, – ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

„შპს „ავთანდილ ცქვიტინიძეში“ კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებული ა.კ. მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დადიოდა.

როგორც აღმოჩნდა, საქმე სულ სხვაგვარად იყო. სასამართლო პროცესზე, დამსაქმებელმა თავად განმარტა, რომ მისი ჩაცმულობთ იყვნენ უკმყოფილოები და სწორედ ამ ნიშნით აღარ ისურვეს ა.კ-ს სამუშაოზე დაბრუნება.

მოვლენები ასე განვითარდა… დასაქმებულმა სამსახურში შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, სამსახურში დარეკა, თუმცა, დამსაქმებელმა ზეპირსიტყვიერად გამოუცხადა, რომ „მისთვის აღნიშნული ქცევა იყო მიუღებელი“ და ნუღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, კონკრეტულად რა საფუძვლით ათავისუფლებდა, არ განუმარტავს.

დამსაქმებლის სიტყვებმა, რომ „აღნიშნული ქცევა მიუღებელი“ იყო, მითუმეტეს, რომ ვერ ხვდებოდა, რა ქცევაზე იყო საუბარი, ა.კ გააოგნა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა საკუთარი უფლებების დაცვა. მან დახმარების თხოვნით პროფკავშირებს მიმართა. ა.კ ხვდებოდა, რომ მისი შრომითი უფლებები არამხოლოდ ახლა, არამედ, მუშაობის პერიოდშიც ირღვეოდა. ამის მიზეზი კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობა იყო.

გარდა იმისა, რომ დასაქმებულისთვის ეს სამსახური შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, ა.კყვება, რომ დამსაქმებელს მასთან არც წერილობით ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც ზეგანაკვეთური სამუშაოს შსრულებისთვის მიუღია დამსაქმებლისგან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურება, როგორც ამას კანონი ადგენს.

პროფკავშირების გაერთიანების იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, დასაქმებულმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამსაქმებლის მიერ ა.კ-ს სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

სამწუხაროდ, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევა ძალიან ხშირია განსაკუთრებით მაშინ, როცა შეთანხმება ზეპირსიტყვიერია. დასაქმებულს არ აქვს დეტალური ინფორმაცია თუნდაც იმ შესასრულებელი სამუშაოს (დაკისრებული ვალდებულებების სრული ჩამონათვალის) შესახებ, რომლის გამოც იგი დამსაქმებლისგან იღებს შესაბამის ანაზღაურებას, რაც თავისთავად ზრდის დასაქმებულის დატვირთვისა და მისი შრომითი უფლებების დარღვევის ხარისხს. ამ შემთხვევაში კი როგორც აღმოჩნდა, საქმე ჩაცმულობის ნიშნით დისკრიმინაციასაც ჰქონდა. ეს გარემოება კიდევ უფრო აღმაშფოთებელია იმიტომაც, რომ დამსაქმებელი თავად წარმოადგენს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს საქართველოში.

  როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

დასაქმებულების ინტერესებს სასამართლოში გაერთიანების იურისტები: სერგო მახარაძე, ლევან ხვინგია და ასლან ხმალაძე იცავდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი