ოკუპირებული აფხაზეთი რუსული რუბლის “ოფიციალურ ვალუტად” მიღებას გეგმავს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” რუსული რუბლის “ოფიციალურ ვალუტად” მიღებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ” ე.წ. კანონპროექტს. დოკუმენტს 26-მა “დეპუტატმა” დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ორი წავიდა.

აღინიშნება, რომ ოკუპირებული რეგიონის “ეროვნული ბანკის თავმჯდომარე” ბესლან ბარათელია ავადმყოფობის გამო სხდომას არ დაესწრო და მას შენიშვნები აქვს დოკუმენტთან. “დეპუტატმა” ბესლან ხალვაშმა განაცხადა, რომ “კანონპროექტში” შესწორებების შეტანა მეორე მოსმენის დროს შესაძლებელია.

“კანონპროექტი” ოკუპირებული აფხაზეთის “ოფიციალურ ვალუტად” რუსულ რუბლს ადგენს, ხოლო ყველა დანარჩენი უცხოურ ვალუტად განიხილება. ასევე, “სავალუტო რეგულირების” მიზნებისთვის “საკანონმდებლო” დონეზე შემოდის “რეზიდენტისა” და “არარეზიდენტის” ცნებები.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ოკუპირებული აფხაზეთი რუსული რუბლის “ოფიციალურ ვალუტად” მიღებას გეგმავს. 29 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ოკუპირებული-აფხაზეთი-რუს/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T08:31:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi