„ავთანდილმა“ კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაათავისუფლა, რაც სასამართლოზე დამსაქმებელმა თავად აღიარა

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

შპს „ავთანდილ ცქვიტინიძემ“ კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაუშვა, – ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

„შპს „ავთანდილ ცქვიტინიძეში“ კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებული ა.კ. მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დადიოდა.

როგორც აღმოჩნდა, საქმე სულ სხვაგვარად იყო. სასამართლო პროცესზე, დამსაქმებელმა თავად განმარტა, რომ მისი ჩაცმულობთ იყვნენ უკმყოფილოები და სწორედ ამ ნიშნით აღარ ისურვეს ა.კ-ს სამუშაოზე დაბრუნება.

მოვლენები ასე განვითარდა… დასაქმებულმა სამსახურში შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, სამსახურში დარეკა, თუმცა, დამსაქმებელმა ზეპირსიტყვიერად გამოუცხადა, რომ „მისთვის აღნიშნული ქცევა იყო მიუღებელი“ და ნუღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, კონკრეტულად რა საფუძვლით ათავისუფლებდა, არ განუმარტავს.

- Advertisement -
Ad imageAd image

დამსაქმებლის სიტყვებმა, რომ „აღნიშნული ქცევა მიუღებელი“ იყო, მითუმეტეს, რომ ვერ ხვდებოდა, რა ქცევაზე იყო საუბარი, ა.კ გააოგნა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა საკუთარი უფლებების დაცვა. მან დახმარების თხოვნით პროფკავშირებს მიმართა. ა.კ ხვდებოდა, რომ მისი შრომითი უფლებები არამხოლოდ ახლა, არამედ, მუშაობის პერიოდშიც ირღვეოდა. ამის მიზეზი კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობა იყო.

გარდა იმისა, რომ დასაქმებულისთვის ეს სამსახური შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, ა.კყვება, რომ დამსაქმებელს მასთან არც წერილობით ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც ზეგანაკვეთური სამუშაოს შსრულებისთვის მიუღია დამსაქმებლისგან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურება, როგორც ამას კანონი ადგენს.

პროფკავშირების გაერთიანების იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, დასაქმებულმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამსაქმებლის მიერ ა.კ-ს სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

სამწუხაროდ, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევა ძალიან ხშირია განსაკუთრებით მაშინ, როცა შეთანხმება ზეპირსიტყვიერია. დასაქმებულს არ აქვს დეტალური ინფორმაცია თუნდაც იმ შესასრულებელი სამუშაოს (დაკისრებული ვალდებულებების სრული ჩამონათვალის) შესახებ, რომლის გამოც იგი დამსაქმებლისგან იღებს შესაბამის ანაზღაურებას, რაც თავისთავად ზრდის დასაქმებულის დატვირთვისა და მისი შრომითი უფლებების დარღვევის ხარისხს. ამ შემთხვევაში კი როგორც აღმოჩნდა, საქმე ჩაცმულობის ნიშნით დისკრიმინაციასაც ჰქონდა. ეს გარემოება კიდევ უფრო აღმაშფოთებელია იმიტომაც, რომ დამსაქმებელი თავად წარმოადგენს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს საქართველოში.

- Advertisement -
Ad imageAd image

დასაქმებულების ინტერესებს სასამართლოში გაერთიანების იურისტები: სერგო მახარაძე, ლევან ხვინგია და ასლან ხმალაძე იცავდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

  სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები

შენი ამბები. (2024). „ავთანდილმა“ კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაათავისუფლა, რაც სასამართლოზე დამსაქმებელმა თავად აღიარა. 28 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ავთანდილმა-კონსულტანტ/

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „ავთანდილმა“ კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაათავისუფლა, რაც სასამართლოზე დამსაქმებელმა თავად აღიარა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
›
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
›
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
›
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
⌄
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
⌄
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა ↗
ახალი ფანჯარა გაიხსნება
›
✨რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.