By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
შენი ექიმი

გველის ნაკბენი და ზოგადი რჩევები – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი ხდება გველის ნაკბენის მსხვერპლი

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ივნისი 17, 2026 2:47 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენისას – პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს
გველის ნაკბენი და ზოგადი რჩევები - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი ხდება გველის ნაკბენის მსხვერპლი
გაზიარება

გველის ნაკბენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი ხდება გველის ნაკბენის მსხვერპლი, რომელთაგან შხამიანი გველების გავრცელების არეალებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 138000-მდე იღუპება, ხოლო დაახლოებით სამჯერ მეტს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად  სჭირდება ქირურგიული მკურნალობაც, ამპუტაციის ჩათვლით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გველის მიერ დაკბენილთა ზუსტი რიცხვის განსაზღვრა სამედიცინო სერვისების ნაკლოვანებისა და მოსახლეობისგან ხელმიუწვდომლობის გამო ძალიან პრობლემურია. ასევე საკმაოდ პრობლემურია შხამიანი გველის შხამის საწიანააღმდეგო ანტიტოქსინებისა და იმუნოგლობულინების წარმოების მოცულობაც, რაც არ იძლევა მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. გველის თავდასხმისა და კბენისგან დაზარალებულები ძირითადად სოფლად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები არიან.

მსოფლიოში 600 სახეობამდე გველია, რომლთა 70% შხამიანია. საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. იგი  აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის. საქართველოში კლიმატური პირობების გათვალისწინებით გველი აქტიურდება აპრილიდან და მისი აქტიურობა ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. საკვებისთვის უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულით, ძლიერი სიცხეების დადგომამდე შეიძლება დღისითაც შეგვხვდეს. ძლიერი სიცხეების დროს გრილ და ჩრდილიან ადგილებში ისვენებს.

გველის ნაკბენი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა. ძირითადად გვხვდება მცირე ზომის ჭრილობა ან ნაკაწრი, რომელიც შესაძლოა შეუმჩნეველიც იყოს. ჭრილობას შეიძლება თან ახლდეს სისხლჩაქცევა, სისხლდენა, ლოკალური შეშუპება, რეგიონალური ლიმფადენოპათია.

შხამიანი გველისგან დაკბენის სიმპტომატიკა გველის სახეობასა და შესაბამისად მისი შხამის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ხშირად დაკბენის შემდგომ ვითარდება:

  • კანზე გველის კბილის ნიშანი;

  • სისხლმდენი ჭრილობა;

  • მხედველობის ბუნდოვნება;

  • დაკბენის ადგილის წვა;

  • კრუნჩხვა;

  • დიარეა;

  • თავბრუსხვევა;

  • ოფლიანობა;

  • გრძნობის დაკარგვა;

  • ცხელება;

  • წყურვილის შეგრძნება;

  • ქსოვილის ლოკალური კვდომა;

  • კუნთების მუშაობის კოორდინაციის დაკარგვა;

  • გულისრევა, ღებინება;

  • გაშეშება, ჩხვლეტა სხეულის გაშეშებულ ნაწილში;

  • პულსის აჩქარება;

  • მწვავე ტკივილი;

  • კანის გაფერმკრთალება;

  • ნაკბენის შეშუპება;

  • საერთო სისუსტე.

გართულებების თავიდან ასაცილებლად გველის ნაკბენისას ყოვლად დაუშვებელია: 

– ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;

– ნაკბენი არის გაკვეთა;

– მოწვა;

– ასეპტიური ნივთიერებით დამუშავება (იოდი, ბრილიანტის მწვანე, სპირტი);

– ლახტის დადება;

– ყინულის დადება;

– სპირტიანი სასმელის მიღება;

– არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი;

პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:

  • დაკბენილი ადამიანი დააწვინეთ ბრტყელ ზედაპირზე, სიცივის შეგრძნებისას გადააფარეთ საბანი ან პლედი;

  • გველის კბენის შემთხვევაში, კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ანაფილაქსიური შოკის პრევენციისთვის სასურველია ალერგიის საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილის დროს ასევე რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება.

  • დაუყოვნებლივ დაუკავშირდით და მიმართეთ ექიმს, რომელიც ნაკბენის მიხედვით გაარკვევს კბენა არის შხამიანი თუ უშხამო გველისგან;

  • ეცადეთ დაკბენილიც და თანმხლებიც იყოთ მშვიდად. დაკბენილი პიროვნება დაარწმუნეთ, რომ ექიმი ეფექტურად უმკურნალებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება. დაზიანებული (დაკბენილი) არე უმჯობესია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა;

  • თუ კბენა მოხდა ხელის არეში მოიხსენით ბეჭედი ან სხვა რაიმე მორთულობა, რაც დაზიანებულ არეზე ან მის ახლოს გიკეთიათ, ვინაიდან ნაკბენისათვის დამახასიათებელია შეშუპება;

  • თუ დაზიანებული ადგილი შეშუპდა და კანმა ფერი შეიცვალა, სავარაუდოა, რომ გველი  შხამიანი იყო;

  • რეგულარულად აკონტროლეთ დაზარალებულის სასიცოცხლო ნიშნები – ტემპერატურა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სისხლის წნევა;

  • თუ დაკბენის შემდგომ მოკლავთ გველს, ხელი არ მოკიდოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით სრულ უსაფრთხოებაში. თუ დამკბენი გველის მოკვლა ვერ მოახერხეთ, ნუ დაკარგავთ დროს და ზედმეტად ნუ გარისკავთ. ტრანსპორტირების შემთხვევაში მკვდარი გველი მოათავსეთ მყარ ყუთში ან მკვრივ ტომარაში (პარკი). მიუხედავად ამისა, მკვდარი გველის თავთან იყავით ფრთხილად, ვინაიდან რეფლექსურად 1 საათის განმავლობაში მას კიდევ შეუძლია კბენა.

  • სამედიცინო დაწესებულებებში გველის ნაკბენის შემთხვევაში, მკურნალობისთვის გამოიყენება მონო (თუ გველის სახეობა იდენტიფიცირებულია) და/ან პოლივალენტური (თუ სახეობის იდენტიფიცირება ვერ მოხდა) გველის შხამის საწინააღმდეგო შრატები.

პრევენცია

  • მინდვრად, ტყეში ან სხვაგან ყოფნისას თუ მიწაზე შენიშნავთ ჭრელ, ლამაზ ჯოხს ან მსგავს საგანს არ ეცადოთ მისი ხელში აღება, ან ფეხის დადგმა, ეს შესაძლოა გველი იყოს.

  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გავრცელებული გველების უმეტესობა არაა შხამიანი, თავი აარიდეთ ხელის ხლებასა და მათთან თამაშს, თუ არ გაქვთ სპეციალური მომზადება გავლილი.

  • ნაკბენთა უმეტესობა გამოწვეულია დაზარალებულის მიერ გველის პროვოცირებით (გაღიზიანებით).

  • თუ  ხართ გველების გავრცელების ტერიტორიაზე, ან გეეჭვებათ ამ ადგილას გველების არსებობა, ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი (ჩექმა).

  • თუ თან გაქვთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ, რადგან მსგავსი გამაფრთხილებელი ხმის გაგონებისას გველი თვითონ მოგერიდებათ.

მასალის წყაროები:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

https://www.who.int/ru/news-room/fact-sheets/detail/snakebite-envenoming

ქირურგიის ეროვნული ცენტრი (მ. ბეჟანიშვილი)

FacebookTwitter
TAGGED:გველის ნაკბენი და ზოგადი რჩევები
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
შენი ექიმი

5 მიზეზი, თუ რატომ არ ლაპარაკობენ ბავშვები 2 წლის შემდეგ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ასაკი, როდესაც იწყება ყველაზე ხშირად გულსისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომები,  მთავარი რისკფაქტორები - საუბრობს კახა ნადარაია
შენი ექიმი

ასაკი, როდესაც იწყება ყველაზე ხშირად გულსისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომები,  მთავარი რისკფაქტორები – საუბრობს კახა ნადარაია

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ოფიციალური განცხადება - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) / უსაფრთხო დანამატები საქართველო (SSG)
შენი ექიმი

ე.წ. „პარაზიტების წმენდა“ — ფსევდომეცნიერება, რომელიც ჯანმრთელობას რეალურად აზიანებს – რატომ არის დანამატებთან სიფრთხილე საჭირო?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
„ეს ფოტო გადაღებულია 1999 წელს, ქუთაისში. ამ ფოტოზე არიან ჩემი ბებია — ქეთევან ფხაკაძე და ჩემი ნათლია — მეუფე კალისტრატე… ორივე მათგანი უკვე წლებია აღარ არის ჩვენთან. და დღეს… ჩვენ დავკარგეთ ჩვენი პატრიარქიც“- გიორგი ფხაკაძის ემოციური პოსტი
შენი ექიმი

„ეს ფოტო გადაღებულია 1999 წელს, ქუთაისში. ამ ფოტოზე არიან ჩემი ბებია — ქეთევან ფხაკაძე და ჩემი ნათლია — მეუფე კალისტრატე… ორივე მათგანი უკვე წლებია აღარ არის ჩვენთან. და დღეს… ჩვენ დავკარგეთ ჩვენი პატრიარქიც“- გიორგი ფხაკაძის ემოციური პოსტი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?