გველის ნაკბენი
ყოვლად დაუშვებელია!
• არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან
• არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი
• არ დაადოთ ლახტი ან ყინული
• არ დაამუშავოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით ან სპირტით
• არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი და არ მიიღოთ ალერგიული/სპირტიანი სასმელი
პირველი დახმარება
• შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას (112)
• დააწვინეთ დაზარალებული ბრტყელ ზედაპირზე
• მოხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, თუ კბენა ხელზეა
• უზრუნველყავით სითხის მიღება
• კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხე
• სხეულის პოზიცია დაზიანებული ადგილი სასურველია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა
პრევენცია — როგორ ავიცილოთ თავიდან
• სწორი ჩაცმულობა – გველების სავარაუდო არეალში ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი
• გამოიყენეთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ მიწაზე — ხმაურზე გველი თვითონ გაგეცლებათ
• იყავით ფრთხილად ნუ შეეხებით მიწაზე უცნობ, „ჭრელ ჯოხებს“ ან საგნებს. ნუ გამოიწვევთ გველს პროვოცირებაზე.
აქტიურობის სეზონი საქართველოში გველი აქტიურია აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე — დღისით.
(სადაც მკურნალობისთვის გამოიყენება სპეციალური ანტიტოქსიკური შრატები)
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე:
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. გველის ნაკბენი და ზოგადი რჩევები, რა არის დაუშვებელი – როგორ დავიცვათ თავი და რა გავაკეთოთ? [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/06/17/%e1%83%92%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%99%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98/
sheniekimi.ge
