პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიშენი ექიმი„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარისა და შეშუპების მაღალი რისკის მატარებელია“ - ზაზა...

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარისა და შეშუპების მაღალი რისკის მატარებელია“ – ზაზა თელია გვაფრთხილებს

რა ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს თხილეულმა? – საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საუბრობს.

მისი თქმით, თხილეული და ნიგოზი ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარისა და შეშუპების მაღალი რისკის მატარებელია:

„თხილეული, ნიგოზი, არაქისი და წაბლი, იშვიათ შემთხვევაში ნუში- ასეთი საკვები პროდუქტები ცნობილია, რომ წარმოადგენენ კონკრეტულ ადამიანებში ალერგენებს და ასეთი ადამიანები რეაგირებენ მსგავსი ტიპის პროდუქტების ჭარბად მიღებაზე.

თხილეული, ნიგოზი, ნამცხვრებში, საცივში ფხალეულში და შეიძლება პურშიც შეგვხვდეს, რომელიც ხშირია საახალწლო სუფრაზე და ასეთ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ურტიკარია, ანუ ჭინჭრის ციება, რომელიც მაინცდამაინც გამონაყარით არ მიმდინარეობდეს, იყოს უბრალოდ ქავილი ან შეშუპება, მაგალითად ტუჩი შეუშუპდეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება არაქისს და წაბლს, შეიძლება ანაფილაქსიაც განვითარდეს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები“, – ამბობს ზაზა თელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  როგორ ამოვიცნოთ კლიმაქსის მოახლოება - ირველი ნიშნები და ჩივილები, რომლებიც სამ ეტაპად ახასიათებს კლიმაქსურ პერიოდს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights