By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით
მეცნიერებასიახლეებიშენი ექიმი

ძუძუს კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვანი სიახლე – მეცნიერებმა, აშშ-ში, 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ ახალი პრეპარატი დაამტკიცეს

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 24, 2026 12:02 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
კვლევა - სამმაგად ნეგატიურ ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვთ მაღალი მოთხოვნილება სელენზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გაფანტულად ან იზოლირებულად მდებარეობენ
WHO ევროპის რეგიონში, ქალებს შორის ყველაზე ხშირად ძუძუს კიბოს დიაგნოზს სვამენ, რომელიც, ამავდროულად, ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია
გაზიარება

მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას

მეცნიერებმა აშშ-ში ახალი პრეპარატი დაამტკიცეს, რომელიც ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობას ითვალისწინებს. ეს პრეპარატი, სახელწოდებით გირედესტრანტი, განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი და HER2-უარყოფითი ძუძუს კიბო აქვთ. კვლევებმა აჩვენა, რომ გირედესტრანტი დაავადების დაბრუნების რისკს სამოცდაათ პროცენტით ამცირებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტების გადარჩენის მაჩვენებლისთვის. პრეპარატი პერორალურად, დღეში ერთხელ უნდა მიიღოს პაციენტმა. თუმცა, მკურნალობის სქემა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ. ეს ახალი მედიკამენტი პაციენტებს დამატებით შესაძლებლობას სთავაზობს, რაც ძუძუს კიბოს ჰორმონული მკურნალობის განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

სრული სტატია იხილეთ შენი ექიმის საიტზე
#drpkhakadze #sheniekimi #მეცნიერება #სიახლეები #შენიექიმი

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი დაამტკიცა. მედიკამენტი Wilserdly (გირედესტრანტი), რომელიც შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანია Roche-ის ჯგუფში შემავალმა Genentech-მა შეიმუშავა, განკუთვნილია იმ ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც ესტროგენ-რეცეპტორ-დადებითი და HER2-უარყოფითი, I–III სტადიის ძუძუს კიბო აქვთ და დაავადების დაბრუნების საშუალო ან მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

FDA-ის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს ჰორმონული მკურნალობის მიმართულებით ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ახალი პრეპარატის დამტკიცებაა.

მედიკამენტის ეფექტიანობა მესამე ფაზის საერთაშორისო კლინიკურ კვლევაში, სახელწოდებით lidERA, შეისწავლეს. მასში 4170 პაციენტი მონაწილეობდა. ერთი ჯგუფი გირედესტრანტს იღებდა, მეორე კი სტანდარტულ ჰორმონულ მკურნალობას — ტამოქსიფენს ან არომატაზის ინჰიბიტორებს, მათ შორის ანასტროზოლს, ლეტროზოლსა და ექსემესტანს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გირედესტრანტმა დაავადების ინვაზიური ფორმით დაბრუნების ან პაციენტის გარდაცვალების შედარებითი რისკი სტანდარტულ ჰორმონულ მკურნალობასთან შედარებით 30 პროცენტით შეამცირა.

სამწლიანი დაკვირვების შედეგად, გირედესტრანტის მიმღები პაციენტების 92,4 პროცენტი ცოცხალი იყო და მათ დაავადების ინვაზიური ფორმით დაბრუნება არ დაფიქსირებიათ. სტანდარტული მკურნალობის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 89,6 პროცენტი იყო.

მკვლევრები განმარტავენ, რომ პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განსხვავდება ტრადიციული ჰორმონული მკურნალობის ზოგიერთი მეთოდისგან. გირედესტრანტი ესტროგენის რეცეპტორებზე ზემოქმედებს — ბლოკავს მათ სიგნალებს და ხელს უწყობს თავად რეცეპტორების დაშლას. ეს მნიშვნელოვანია იმ ტიპის სიმსივნეების შემთხვევაში, რომელთა ზრდასაც ესტროგენი უწყობს ხელს.

ახალი მედიკამენტი პერორალურად, დღეში ერთხელ მიიღება. FDA-ის რეკომენდებული დოზა 30 მილიგრამია. მკურნალობის ხანგრძლივობა ხუთ წლამდეა, თუმცა ის შეიძლება უფრო ადრეც შეწყდეს, თუ დაავადება დაბრუნდება ან პაციენტს პრეპარატის აუტანელი გვერდითი მოვლენები განუვითარდება.

კვლევაში პრეპარატის მიღებას გარკვეული გვერდითი მოვლენებიც ახლდა. მათ შორის იყო კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ალები, სისხლის ზოგიერთი მაჩვენებლის ცვლილება და გულისცემის შენელება. FDA-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე მითითებულია, რომ მედიკამენტი ორსულობის დროს ნაყოფისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევის ამ ეტაპზე პაციენტების საერთო გადარჩენის მაჩვენებლის შესახებ საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ შეუძლებელია — ეს მონაცემები საკმარისად მომწიფებული არ არის და დაკვირვება გაგრძელდება.

ახალი პრეპარატი განკუთვნილია კონკრეტული ტიპის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისთვის და არ წარმოადგენს ყველა ფორმის ძუძუს კიბოს მკურნალობის უნივერსალურ საშუალებას. მისი გამოყენების აუცილებლობასა და მკურნალობის სქემას ექიმი ინდივიდუალურად, სიმსივნის მახასიათებლებისა და დაავადების დაბრუნების რისკის გათვალისწინებით განსაზღვრავს.

FDA-ის გადაწყვეტილება ძუძუს კიბოს ჰორმონული მკურნალობის განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა და პაციენტებს, რომლებსაც ოპერაციის შემდეგ დაავადების დაბრუნების რისკი აქვთ, მკურნალობის დამატებით შესაძლებლობას სთავაზობს.

FacebookTwitter
TAGGED:20 წელზე მეტი ხნის შემდეგ ახალი პრეპარატი დაამტკიცესაშშ-შიძუძუს კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვანი სიახლე - მეცნიერებმა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ნიკოტინზე დამოკიდებულება
შენი ექიმი

ნიკოტინზე დამოკიდებულება შემთხვევით არ იწყება – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
CAR-T თერაპია: „საწოლიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე“ — რეალური გარღვევა თუ ერთეული შემთხვევა?
მეცნიერებაშენი ექიმი

CAR-T თერაპია: „საწოლიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე“ — რეალური გარღვევა თუ ერთეული შემთხვევა?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგის რეგულაცია მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს დაუახლოვდა, თუმცა უახლოეს მომავალში გარკვეული შეღავათები იგეგმება

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ტეხასში წითელას აფეთქებ
შენი ექიმი

ტეხასში წითელას აფეთქება – ვაქცინაციის მნიშვნელობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?