ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე მუნის მკურნალობის პროტოკოლს და სამკურნალო საშუალებებს აქვეყნებს

გიორგი ფხაკაძე მუნის მკურნალობის პროტოკოლს და სამკურნალო საშუალებებს აქვეყნებს

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე  მუნის მკურნალობის პროტოკოლს აქვეყნებს.

თბილისსა და ბათუმში ათასობით სკოლასა და ბაღში პარაზიტული ინფექცია მუნია გავრცელებული.

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე

მუნი (Scabies) – მკურნალობის ოფიციალური რეკომენდაცია CDC-დან.
მუნი არ არის “ბინძურობა”. ეს არის კანის ინფექცია პარაზიტით (ტკიპა), რომელიც ვრცელდება კონტაქტით – კანის შეხებით, ტანსაცმლით, თეთრეულით, პირსახოცით.
ყველაფერი მუნის შესახებ - როგორ ამოვიცნოთ და როგორ ვუმკურნალოთ - მკურნალი.გე
CDC-ის რეკომენდაციები მკურნალობაზე:
პირველი ხაზი – სპეციალური კრემი/ლოსიონი (რეცეპტის მიხედვით ექიმისგან)
ზოგ შემთხვევაში საჭიროა პერორალური პრეპარატი (იშოვება მხოლოდ რეცეპტით)
მკურნალობა მეორდება 7–14 დღეში (დამოკიდებულია პროტოკოლზე)
ყველა ოჯახის წევრი ერთდროულად უნდა განიკურნოს, თუნდაც სიმპტომები არ ჰქონდეს.

„პაციენეტების მეორედი მუნის დიაგნოზით ტოვებს ჩემს კაბინეტს“ - რა უნდა გავაკეთოთ მუნის დიაგნოზის შემთხვევაში

სახლში აუცილებელია:
• ტანსაცმლის, თეთრეულის, პირსახოცების რეცხვა 60°C-ზე
• ის, რაც ვერ ირეცხება – დახურული პაკეტით 72 საათით
• ფუმიგაცია არ არის საჭირო
მთავარი სიმპტომია შემაწუხებელი ქავილი ღამით + წვრილი წითელი გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, წელზე.
თუ ეჭვი გაქვს — ექიმს მიმართე, თვითმკურნალობა მიუღებელია.
  ნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო...

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights