ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტროჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი: საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე...

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი: საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით

ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა, კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში შედგა.

„მიხეილ სარჯველაძემ ჰანს კლუგეს, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, მომავალში, კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის.

როგორც ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

მიხეილ სარჯველაძემ, დანიის დედაქალაქში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, საქართველოში, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, გამართა მაღალი რანგის შეხვედრები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სესიაში, მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია. ასევე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ“-მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights