პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
მთავარისამინისტრო„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ სარჯველაძე

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის“ – მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს წილად ხვდა პატივი, 2027 წელს უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესს.

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს აღიარება ადასტურებს არა მხოლოდ ფლებოლოგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში, არამედ – საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე, რომელიც რომში, ვენურ-ლიმფური გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართა.

მიხეილ სარჯველაძემ, სამიტზე მასპინძლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრს სკილაჩისა და მსოფლიო ფლეგოლოგთა კავშირის პრეზიდენტს, ფერარას უნივერსიტეტის პროფესორს სერჯო ჯანეზინის.

„თბილისი – ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქალაქი, უნიკალურ პოზიციას იკავებს, რომ კონტინენტებს შორის დამაკავშირებელ ხიდად და საერთაშორისო სამედიცინო ცენტრად იქცეს, რომელიც ხელს უწყობს დარგის განვითარებას რეგიონში და ამაღლებს მის მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით.

საქართველო მზად არის უმასპინძლოს ფლებოლოგთა საერთაშორისო კონგრესს – ღიაობით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით. მზად ვართ, რომ მსოფლიო კონგრესი იქცეს არა მხოლოდ წარმატებულ ღონისძიებად, არამედ – მნიშვნელოვან ეტაპად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამედიცინო პროგრესის წინსვლის საქმეში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი, მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი, ქართველი ანგიოლოგები, სისხლძარღვთა ქირურგები, ექსპერტები სამედიცინო დარგში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights