დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობენ.
ვიზიტის მიზანს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის უკეთ გაცნობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობის ადგილზე შეფასება წარმოადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში, ტომას რუბალს, ალმატის რეგიონული ორგანიზაციის წევრებსა და ექსპერთა ჯგუფს, აჭარის ჯანმრთელიობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს აჭარის პირველადი ჯანდაცვის სისტემა და არსებული გამოწვევები.
სამუშაო ჯგუფის წერებმა ასევე მოინახულეს სოფლის ამბულატორიები, ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. აჭარის პირველადი ჯანდაცვის სისტემა და არსებული გამოწვევები [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/02/16/%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95/
sheniekimi.ge

