სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ფიტნესიფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია - "ფიტნეს აკადემია"

ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

“ფიტნეს აკადემიის” დამფუძნებლის, ვალიტა გორელჩანიკის განცხადებით, ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიის შესწავლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

First Fitness Academy, პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც აკრედიტაციას ფლობს და სხვადასხვა მიმართულებით ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას შეასწავლის.

აკადემიის დამფუძნებლის შეფასებით, აკადემიაზე გაზრდილი მოთხოვნა, ბაზარზე ახალი დარბაზების გახსნამ განაპირობა, რის გამოც ფიტნეს დარბაზებში კადრების საჭიროება გაჩნდა. ამასთან, აკადემიამ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლა და მომხმარებლებს უკვე თავად გაუჩნდათ სერტიფიცირებულ, პროფესიონალ მწვრთნელთან მუშაობის სურვილი.

“აკადემიის გახსნიდან დღემდე 130-მდე ადამიანი გვყავს გადამზადებული. მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ ახალი სასწავლო პროგრამები. ერთი კურსის ფარგლებში 30 ადამიანს გადავამზადებთ. სანამ დღგ-ს გადამხდელები არ ვიყავით, კურსის ღირებულება 2300 ლარი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დღგ-ს გადახდა დავიწყეთ, ღირებულების 2900 ლარამდე გაზრდა მოგვიწია. გაზრდილი ფასი დაინტერესებულებისთვის დამაბრკოლებელი არ ყოფილა და მოთხოვნა ბაზარზე არ შემცირებულა. თანაც ჩვენ მოქნილი გადახდის სისტემა გვაქვს. ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ძირითადად ემოციურ ფონზე უფრო აისახა, ვიდრე მათ მსყიდველუნარიანობაზე. ახლა დინამიკა გამოსწორდა და ისევ წამოვიდა აქტივობა.

2025 წლის მეორე ნახევარში ვგეგმავთ ახალი კვალიფიკაციების, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას. კერძოდ, სარეაბილიტაციო მიმართულებით. რათა მწვრთნელმა შეძლოს ტრავმირებული მომხმარებლის მკურნალობა“, – ამბობს ვალიტა გორელჩანიკი.

მისივე თქმით, მათი კურსდამთავრებულების 72% დასაქმებულია, რაც დადებით დინამიკაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ აკადემია სასერტიფიკატო კურსებს პარტნიორობის ფარგლებში ბათუმშიც ატარებს, თუმცა გორელჩანიკი ამბობს, რომ რეგიონებში მოთხოვნა დაბალია, სადაც ძირითადად ისეთი პროფესიების ათვისება ურჩევნიათ, რომელიც სწრაფად ისწავლება და მალევე შეიძლება დასაქმება.

“ვისაც აქვს ინტერესი, თბილისშიც ჩამოდიან. გვქონია შემთხვევა, როდესაც ქუთაისიდან, გორიდან ან ხაშურიდან ჩამოსულან“, – აცხადებს აკადემიის დამფუძნებელი.

“ფიტნეს აკადემია” ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მერია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერების მიზნით, ერთობლივ პროექტ - "მწვანე შუქს” განახორციელებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights