By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ფიტნესი

 სტრესული ვარჯიში თუ ვარჯიში როგორც პოზიტიური სტრესი? – როგორ უნდა გრძნობდეს თავს ადამიანი ვარჯიშის შემდეგ.

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მაისი 31, 2026 1:31 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
 სტრესული ვარჯიში თუ ვარჯიში როგორც პოზიტიური სტრესი? - როგორ უნდა გრძნობდეს თავს ადამიანი ვარჯიშის შემდეგ.
#post_seo_title
გაზიარება

 სტრესული ვარჯიში თუ ვარჯიში როგორც პოზიტიური სტრესი ?

ფიზიკური ვარჯიში თავისი არსით სტრესორია. ჰანს სელიეს მიერ აღწერილი ზოგადი ადაპტაციური სინდრომი (1936, 1960) სრულად გადატანილია სპორტის ფიზიოლოგიაში: ორგანიზმი თავდაცვით რეაქციას სამ სტადიად ავითარებს — განგაშის, წინააღმდეგობისა და გამოფიტვის. მოუმზადებელი ადამიანის შემთხვევაში თუნდაც ზომიერი დატვირთვა მაშინვე იწვევს განგაშის რეაქციას, ვინაიდან გულ-სისხლძარღვთა, რესპირაციული და ნეირო-ენდოკრინული რეზერვები ორგანზმის მოთხოვნას ვერ ფარავენ, ხოლო “ადაპტაციის ფასი” (აპრასიუხინა, 2024) რეზერვის ფარგლებს სცილდება.

როგორ უნდა გრძნობდეს თავს ადამიანი ვარჯიშის შემდეგ.

ჯანსაღი ვარჯიშის შემდეგ ადამიანი უნდა გრძნობდეს სასიამოვნო კუნთურ დაღლას, რომელიც დასვენებით სრულდება; მადა და ძილი არ ირღვევა, არამედ ხშირად უმჯობესდება, ხოლო შესრულებული სამუშაოს გრძნობით განწყობა მაღლდება. ა. ა. უხტომსკის სიტყვებით, დაღლის შეგრძნება დაღლის “ბუნებრივი მაფრთხილებელია” — ის სიგნალს გვაძლევს ტემპის შემცირების ან მუშაობის შეწყვეტის შესახებ და ამით ხელს უშლის ორგანიზმის ფუნქციურ გამოფიტვას.

აღდგენა სამ პერიოდად მიმდინარეობს:

სამუშაო (თვით ვარჯიშის დროს — ატფ-ის, კრეატინფოსფატის რესინთეზი), ადრეული (მუშაობის დასრულებიდან რამდენიმე ათეული წუთის განმავლობაში — სუნთქვის, გულისცემის, ჟანგბადის დავალიანების ნორმალიზაცია) და გვიანი (ხანგრძლივი ინტენსიური დატვირთვის შემდეგ რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე — წყალ-მარილოვანი ბალანსის, ჰორმონების, ფერმენტების აღდგენა). სრული აღდგენის შემდეგ ვითარდება სუპერკომპენსაცია — ფუნქციური რეზერვების გაფართოება, რომელიც სწორედ ვარჯიშის სასარგებლო ეფექტს განაპირობებს.

განგაშის ნიშანი ის არის, თუ მომდევნო ვარჯიშის წინ ადამიანი დაღლილი დგება, ცუდად სძინავს, მადა შემცირებული აქვს, კუნთები 24–48 საათზე მეტ ხანს სტკივა ან ვარჯიშის სურვილი დაკარგა — ეს უკვე ქრონიკული დაღლის ნიშნებია და დატვირთვა გადახედვას საჭიროებს.

დაღლის ფაზობრივი დინამიკა.

პრობლემა იწყება მაშინ, როცა აღდგენა არასრულია და აღუდგენელი დაღლა სუმირდება. ფაზობრივი თანმიმდევრობა ასეთია:

  1. მწვავე (ფიზიოლოგიური) დაღლა — შრომისუნარიანობა დროებით ეცემა, ჩვეულებრივი დასვენებით აღდგება.
  2. ქრონიკული დაღლა — სასაზღვრო ფუნქციური მდგომარეობა; დაღლის ნიშნები შემდეგ ვარჯიშამდე რჩება, საჭიროა დამატებითი დასვენება.
  3. გადაწვრთნა — უკვე პათოლოგიური მდგომარეობა მუდმივი დაღლის შეგრძნებით, ძილისა და მადის დარღვევით, გულის არეში ტკივილით; დასვენება აღარ კმარა, საჭიროა სამედიცინო კორექცია.
    • I სტადია: შედეგების ზრდის შეჩერება ან მცირე კლება, ძილის გაუარესება, კონცენტრაციის სიძნელე, ტაქიკარდია სიჩქარულ დატვირთვაზე;
    • II სტადია: ვარჯიშის სურვილის გაქრობა, კუნთური შეგრძნების სიმახვილის დაკარგვა, ჩართვის შენელება, ვეგეტატიური დისტონია, წონის კარგვა, აკროციანოზი, “მარმარილოსებრი” კანი, იმუნიტეტის დაცემა, ენდოკრინული დარღვევები;
    • III სტადია: გულ-სისხლძარღვთა, რესპირაციული და მოძრაობითი სისტემების მდგრადი დარღვევები, ნევროზის ჩამოყალიბება, ფარისებრი ჯირკვლის შესაძლო ჰიპერფუნქცია — ცვლილებები ხშირად შეუქცევადია.

გასათვალისწინებელია, რომ მოუმზადებელი ადამიანი ხშირად ვერ აღიქვამს ადრეულ სიგნალებს და, შედეგების მიღების სურვილით, კიდევ უფრო ზრდის დატვირთვას — სწორედ აქედან იწყება სტადიების სწრაფი მონაცვლეობა.

FacebookTwitter
TAGGED:სტრესული ვარჯიში თუ ვარჯიში როგორც პოზიტიური სტრესი? - როგორ უნდა გრძნობდეს თავს ადამიანი ვარჯიშის შემდეგ.
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ახალი მიდგომები სპორტში - ვარჯიში უაღრესად მნიშვნელოვანი საერთო ჯანმრთელობისთვის
შენი ფიტნესი

ახალი მიდგომები სპორტში – ვარჯიში უაღრესად მნიშვნელოვანი საერთო ჯანმრთელობისთვის

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
 მიოკინები: თქვენი კუნთების საიდუმლო იარაღი - რა არის მიოკინები?
შენი ფიტნესი

 მიოკინები: თქვენი კუნთების საიდუმლო იარაღი – რა არის მიოკინები?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სამხედრო პირების შრომისუნარიანობის გაუმჯობესების გარდა, სიმძიმეებით ვარჯიშებს ბევრი სარგებელი მოაქვს მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც.
შენი ფიტნესი

ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარჯიშის პროგრამის ბლანკი და მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვის ანკეტა?

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ამ კვლევის მიზანი იყო ძალისმიერი მაჩვენებლებისა და სხეულის შედგენილობის განსხვავებების შედარება მაღალ ინტენსიური წრიული ვარჯიშების (HICT) და კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშების (TS) შემდეგ გამწვრთნილ ქალებში
შენი ფიტნესი

ამ კვლევის მიზანი იყო ძალისმიერი მაჩვენებლებისა და სხეულის შედგენილობის განსხვავებების შედარება მაღალ ინტენსიური წრიული ვარჯიშების (HICT) და კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშების (TS) შემდეგ გამწვრთნილ ქალებში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?