დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

0
67
#post_seo_title

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

შესავალი

დედათა და პერინატალური ჯანმრთელობა წარმოადგენს პრიორიტეტს მთელი
მსოფლიოსათვის. საერთაშორისო შეთანხმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციის საფუძველზე, ქალთა და ბავშვთა უპირველესი უფლებაა ჰქონდეთ უნივერსალური ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებთან, მიუხედავად მათი რასის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა, კულტურული და რელიგიური კუთვნილებისა [1].
ათასწლეულის განვითარების მიზანთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს 2015 წლისათვის
უნივერსალური ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, ხოლო ამ მიზნის ერთ-ერთ ამოცანაა დედათა სიკვდილიანობის შემცირება [2].
გაეროს სააგენტოების, დონორების, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისა და სხვა
დაინტერესებული პარტნიორების მიერ 2014 წლის გაზაფხულზე განხილული იქნა 2015
წლის შემდგომი განვითარების მიზნები. შემუშავებულ იქნა სტრატეგია და დასახულ იქნა მიზნები თითოეული ქვეყნისათვის იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დედების პრევენტაბელური დაავადებებითა თუ მდგომარეობებით გამოწვეული გარდაცვალება. [3].
დამოუკიდებელ ექპერტთა ჯგუფის (iERG) მიერ 2014 წელს შემუშავებულ დოკუმენტში
პოსტ-2015 დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირების შესახებ, მთავარ
სლოგანად წარმოდგენილი იყო; „დედათა გარდაცვალების პრევენტაბელური მიზეზების
ელიმინაცია ეფექტური სტრატეგიისა და ინტერვენციების გზით“. დოკუმენტის თანახმად,
დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება მიჩნეული იქნა, როგორც ქვეყნების დაუსრულებელი მისია და შემოთავაზებული იქნა ორი სამოქმედო გეგმა: „სამოქმედო გეგმა ყოველი ახალშობილისათვის“ და „დედათა სიკვდილის პრევენტაბელური მიზეზების ელიმინაცია“. აღნიშნული გეგმების მიხედვით, განისაზღვრა, რომ 2030 წლისათვის დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება 2/3-ით, ხოლო საბაზისო მონაცემად მიჩნეული იქნა 2010 წლის მაჩვენებელი (4).
დედათა სიკვდილის პრევენტაბელურ მიზეზთა შემცირების პრიორიტეტულ
ინტერვენციებად მიჩნეულია შემდეგი: 1. დედათა გარდაცვალების, ავადობისა და უნარ
შეზღუდულობის მონაცემთა დეტალური ანალიზი იმისათვის, რომ შემუშავებული იქნას
ეფექტური ინტერვენციები; 2. ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის მენეჯმენტის გაძლიერება/სრულყოფა და ინტეგრირებული მართვა.; 3. სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესება; 4. ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება (სამედციცინო კადრები, მედიკამენტები და ინოვაციური მიდგომები); 5.დედათა ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და უთანასწორობის დაძლევა; 6. პარტნიორის, ოჯახის და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მართვაში; 7. ქალთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის
გაზრდა და უთანასწორობის დაძლევა;
საქართველოში მონაცემები დედათა სიკვდილიანობის შესახებ რამდენიმე წყაროდან
მოიპოვება, კერძოდ: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დემოგრაფიის სამმართველო,
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი,
დკსჯეც-ის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტი, გაეროს დედათა სიკვდილიანობის
შეფასების სააგენტოთაშორისი ჯგუფი (MMEIG), კვლევები, როგორიცაა: რეპროდუქციული
ასაკის ქალთა სიკვდილიანობის კვლევა (GERAMOS-2008) და დედათა სიკვდილიანობის
კვლევა (MMS-2011).

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ