By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
    • ბაზის რუქა
    • ბაზის მეთოდოლოგია
  • GMJ News
გამოგვყევით
ენციკლოპედია

დიფთერია – რა უნდა ვიცოდეთ

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: დეკემბერი 20, 2024 12:38 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
დიფთერია - რა უნდა ვიცოდეთ
#post_seo_title
გაზიარება

დიფთერია – რა უნდა ვიცოდეთ

1.ზოგადი მიმოხილვა – დიფთერია  მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება  ნუშურების, ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, ზოგჯერ თვალისა და გენიტალიების, იშვიათად კანისა და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების ფიბრინული  ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით.
90-იან წლებში  საქართველოში დიფთერიის ეპიდემია დაიწყო. რომელიც გაგრძელდა  90-იანი წლების ბოლომდე, 1500-ზე მეტი შემთხვევა და მათ შორის 150 -მდე ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო წლებში საქართველოში  დიფთერიის ერთეული შემთხვევები მხოლოდ მოზრდილთა შორის  ფიქსირდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  მონაცემებით, 2014 წელს, ევრო¬პის რეგიონში  სულ დარეგისტრირდა დიფთერიის 35 შემთხვევა, ხოლო მსოფლიოში – 7324 შემთხვევა, შემთხვევების დიდი წილი (7217 შემთხვევა) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე და ამ რეგიონში ინდოეთზე (6094 შემთხვევა) მოდის.
2.გამომწვევი აგენტი – დიფთერიის  გამომწვევია  Corynebacterium diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამები.
3.მიზეზები/რისკის ფაქტორები – ავადდებიან დიფთერიაზე აუცრელი ან არასრულყოფილად აცრილები, უფრო ხშირად ბავშვები, თუმცა თანამედროვე პირობებში, შემთხვევები ძირითადად მოზრდილებში გვხვდება.  დაავადების გავრცელების ალბათობა იზრდება წელიწადის ცივ და ნესტიან დროს.
4.რეზერვუარი – ინფექციის წყაროს წარმოაგენს დიფთერიით დაავადებული, რეკონვალესცენტი ან ბაქტერიამტრებელი ადამიანი.
5.გადაცემის გზები – დაავადება გადაეცემა   წვეთოვანი მექანიზმით, თუმცა დაინფიცირება შესაძლებელია კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზითაც (სხვადასხვა საგნების, სათამაშოების საშუალებით). დიფთერიის გადაცემის რისკი პირდაპირ არის დაკავშირებული კონტაქტის სიახლოვესა და ხანგრძლივობასთან. ახლო კონტაქტად ითვლება პირი, რომელიც უვლიდა, ცხოვრობდა ან ქონდა პირდაპირი კონტაქტი დაავადებულის რესპირატორულ სეკრეტთან უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში.
6.ინკუბაციური პერიოდი  –  2-7 დღეა.
7.გადამდებლობის პერიოდი – ავადმყოფი ადამიანი ინფექციის წყარო ხდება დაავადების დაწყებიდანვე.  დაავადების გავრცელებაში ყველაზი მეტი როლი ენიჭება ცხვირ-ხახის ფორმით დაავადებულებს. მოსახლეობაში ანტიტოქსიური იმუნიტეტის დაბალი დონის ან არ არსებობის შემთხვევაში კონტაგიოზურობის ინდექსი 6-15%-ია.
8.მიმღებლობა – ძირითადი მიმღებია აუცრელი ან არასრულყოფილად აცრილი პირები. იმუნიზაციის შედეგად ყალიბდება ხანგრძლივი, მაგრამ არა მთელი ცხოვრების მანძილზე მყარი იმუნიტეტი. მოზრდილ მოსახლეობაში უნდა ჩატარდეს  ვაქცინაცია არსებული სქემით (ყოველ 10 წელიწადში). ბუნებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბება დიფთერიის გადატანის შემდეგ არ არის გარანტირებული.
9.კონტროლის ღონისძიებები:
ა)პრევენციული ღონისძიებები – დიფთერიის პრევენციის მთავარი  ღონისძიებაა ვაქცინაცია. იმისათვის, რომ ადამიანი დაცული იყოს დიფთერიისაგან, უმნიშვნელოვანესია დროული და სრულყოფილი ვაქცინაციის ჩატარება. იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 2, 3 და 4 თვის ასაკში, კომბინირებული  ვაქცინით;  18 თვის,  5 წლისა და  14 წლის ასაკში   ასაკში ტარდება რევაქცინაცია.
ბ)პაციენტის და კონტაქტების კონტროლი
• დაავდების შემთხვევა  უნდა იყოს შეტყობინებული სასაწრაფო შეტყობინების წესით შესაბამის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში.
• დიფთერიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, პაციენტი  უნდა იყოს დაუყოვნებლივ  ჰოსპიტალიზებული და გაუკეთდეს ანტიტოქსინი (დიფთერიის საწინააღმდეგო შრატი)  რეკომენდებული დოზებით.
• დიფთერიით დაავადებულები ექვემდებარებიან იზოლაციას ადექვატური ანტიბიოტიკოთერაპიის  დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში.
• უნდა ჩატარდეს ავადმყოფის მოხმარების ან მისი გამონაყოფებით დაბინძურებული საგნების დეზინფექცია.
• დიფთერიით დაავადებულებს სტაციონარიდან გაწერის წინ უნდა გაუკეთდეს დიფთერიის ვაქცინის ბუსტერ-დოზა ან დაეწყოთ/გაუგრძელდეთ ვაქცინაციის კურსი (იმუნური სტატუსის შესაბამისად).
• გამოვლენილი უნდა იყოს პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები  და დაწესდეს მათზე ზედამხედველობა დიფთერიის შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 7 დღის განმავლობაში.
• რესურსების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ახლო კონტაქტირებულთა ცხვირ-ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა C. diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამის მტარებლობის დადგენის მიზნით.
• რეკომენდებულია ახლო კონტაქტირებულთა ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა იმუნური სტატუსის მიუხედავად.
გ)ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები:
ახლო კონტაქტირებულთათვის დიფთერიის კომპონენტის შემცველი ვაქცინაცით ბუსტერ იმუნიზაცია, თუ გასულია ბოლო ვაქცინაციიდან 1 წელზე მეტი,  ან ვაქცინაციის კურსის დაწყება/გაგრძელება (თუ არ არსებობს იმუნური სტატუსი) ასაკობრივად რეკომენდებული ვაქცინით.
დ)ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – ეპიდაფეთქებები შეიძლება აღმოცენდეს, თუ დაგროვდა მოსახლეობაში არაიმუნური ფენა
ე)საერთაშორისო ღონისძიებები – თუ დაგეგმილია აუცრელი პირის მოგზაურობა დიფთერიის  მაღალი გავრცელების  ქვეყნებში, რეკომენდებულია გამგზავრებამდე დიფთერიის კომპონენტის შემცველი ვაქცინით იმუნიზაცია რეკომენდებული სქემით.
#drpkhakadze
FacebookTwitter
TAGGED:დიფთერია - რა უნდა ვიცოდეთ
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota)
ენციკლოპედია

როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota)

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ნერვული სისტემის დაავადებები
ენციკლოპედია

ნერვული სისტემის დაავადებები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კოლორექტალური კიბოთი ავადობა მამაკაცთა შორის ავადობის 746000 ახალი შემთხვევით (კიბოთი ავადობის 10%) მესამე ადგილზეა
ენციკლოპედია

კოლორექტალური კიბოთი ავადობა მამაკაცთა შორის ავადობის 746000 ახალი შემთხვევით (კიბოთი ავადობის 10%) მესამე ადგილზეა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რა არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება? - როგორ ხდება გადაცემა
ენციკლოპედია

რა არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება? – როგორ ხდება გადაცემა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?