სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიამინდზე დაკვირვების ისტორიაში 2024 წელი სავარაუდოდ ყველაზე ცხელი იქნება

ამინდზე დაკვირვების ისტორიაში 2024 წელი სავარაუდოდ ყველაზე ცხელი იქნება

მიმდინარე წელი დიდი ალბათობით ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი გახდება. ინფორმაციას BBC ევროპის კლიმატის ცვლილების სამსახურ კოპერნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წლის საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე პირველად გახდება 1,5 გრადუსით მეტი, ვიდრე ინდუსტრიამდელ ხანაში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება პირველ რიგში ადამიანის საქმიანობამ გამოიწვია. კერძოდ, საწვავის გამოყენება სათბურის გაზების მოცულობას ზრდის.

მსოფლიოში ტემპერატურაზე გავლენა ბუნებრივ ფაქტორებსაც აქვს, მაგალითად ელ-ნინიოს, რომელიც წყნარი ოკეანის ზედა ფენებში ტემპერატურის ცვალებადობას უკავშირდება. 2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე იმდენად მაღალი იყო, რომ ახალი რეკორდის დამყარებას მხოლოდ „წარმოუდგენლად მკვეთრი“ აციება შეუშლის ხელს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა საგანგებო ზომების მიღება ჰაერში სათბურის გაზების გამონაბოლქვის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსტრემალური ტემპერატურები გაძლიერდება, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ეკოსისტემებისა და კაცობრიობისთვის.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სწორი ცოდნა = დაცული ბავშვი - როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, თუ დაიკარგა?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights