By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
შენი ექიმი

გველოდება თუ არა ,,შავი ჭირის” ეპიდემია – ბიოლოგის განმარტება

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 7, 2026 10:30 am
ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
2 წუთიანი წაკითხვა
ირკუტსკში შავი ჭირისგან ლაბორანტი გარდაიცვალა - ექიმი მომხდარ ინციდენტსა და სავარაუდო რისკებს აფასებს
ირკუტსკში შავი ჭირისგან ლაბორანტი გარდაიცვალა - ექიმი მომხდარ ინციდენტსა და სავარაუდო რისკებს აფასებს

ციმბირში, ქალაქ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი ფილტვის ჭირით გარდაიცვალა. შემთხვევამ, როდესაც ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ბევრს შუა საუკუნეების ყველაზე ბნელი კოშმარი – „შავი სიკვდილი“ გაახსენა. ნუთუ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი სენი ბრუნდება? საიდან ჩნდება ეს დაავადება დღეს, სად იმალება მისი ბუნებრივი კერები და რამდენად რეალურია ახალი გლობალური ეპიდემიის საფრთხე? აღნიშნულ თემაზე ცნობილი ქართველი გეოლოგი, პალეონტოლოგი, ბიოლოგი და პოპულარული სამეცნიერო შემეცნებითი პროექტების ავტორი და მკვლევარი ვასილ გაბუნია „იუთუბის“ საკუთარ არხზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს:

მისი თქმით, ქალის მდგომარეობა ინფიცირებიდან მალევე დამძიმდა და გარდაცვალებამდე მასთან დაახლოებით 200 ადამიანს ჰქონდა კონტაქტი. გაბუნიას განმარტებით, გამოვლენილი კონტაქტები იზოლირებულნი არიან და მათ
შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

„შავი ჭირი არის ძალიან რთული დაავადება, რომელიც საკმაოდ მაღალი პროცენტით სიკვდილიანობით ხასიათდება. თუმცა დღეს ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ვებრძოლოთ მას. დაავადებას იწვევს ბაქტერია Yersinia pestis და არა ვირუსი. შავი ჭირის ყველაზე მძიმე ფორმებს შორისაა ფილტვის ფორმა, რომელიც შესაძლოა
ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელდეს და მძიმე ანთებითი პროცესები გამოიწვიოს. შავი ჭირის ბუნებრივი რეზერვუარები ძირითადად მღრღნელები არიან – მათ შორის მემინდვრიები,
ზაზუნები, მიწის კურდღლები და სხვა სახეობები. დაავადების ადამიანზე გადაცემაში კი მნიშვნელოვანი როლი შეიძლება რწყილებმა შეასრულონ, რომლებიც ინფიცირებული ცხოველის სისხლით იკვებებიან. იერსინიას არაფერში არ აწყობს, რომ ცხოველი მალე მოკვდეს. თუ მე მოვკალი ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ვცხოვრობ, ფაქტობრივად ვანადგურებ იმ საარსებო გარემოს, რომელშიც მე მიწევს ცხოვრება“, –  აღნიშნავს გაბუნია და განმარტავს, რომ მღრღნელები ინფექციის მიმართ ადამიანებზე უფრო მდგრადები არიან და ბუნებაში ბაქტერიის რეზერვუარის როლს ასრულებენ.

ბიოლოგი შავი ჭირის ისტორიულ პანდემიებსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ დაავადებამ კაცობრიობის ისტორიაში
მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე იყო ე.წ. შავი სიკვდილის ეპიდემია XIV
საუკუნეში, რომელმაც ევროპის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა. გაბუნიას განმარტებით, შავი ჭირი დღესაც არსებობს და მისი ბუნებრივი კერები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გვხვდება.

 

FacebookTwitter
TAGGED:გველოდება თუ არაშავი ჭირის'' ეპიდემია - ბიოლოგის განმარტება
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ახალი კვლევა: რა გავლენას ახდენს კანაფი ადამიანის დნმ-ზე? - მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე
შენი ექიმი

ახალი კვლევა: რა გავლენას ახდენს კანაფი ადამიანის დნმ-ზე? – მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
აცერი და დაიცავი
შენი ექიმი

ახალი ეტაპი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციაში – გონორეის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
კვებითი ქცევის ნევროზები: საკუთარი წონისადმი უკმაყოფილება ადამიანს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზმა გაუჩინოს
შენი ექიმი

მეცნიერების ახალი აღმოჩენა – რატომ ვკარგავთ მადას ინფექციის დროს?

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის აფეთქების შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

რატომ გაიზარდა შემთხვევები ერთ დღეში 71-ით? ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია უცებ აფეთქდა?

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
[Ruby_E_Template id="4276"]
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account