ჰემობლასტოზი არის სიმსივნური დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით

ჰემობლასტოზი არის სიმსივნური დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით
#post_seo_title

ჰემობლასტოზი არის სიმსივნური დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით. ეს დაავადებები გავლენას ახდენენ სისხლის ცელების და ლიმფური სისტემის სწორ ფუნქციონირებაზე, რაც უკავშირდება სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ჰემობლასტოზის შემთხვევებში, სიმსივნეები შეიძლება წარმოიშვას ძვლის ტვინში, ლიმფური კვანძების ან სხვა სისხლწარმომქმნელ ორგანოებში.

ჰემობლასტოზი  –  დაავდების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით.

გამოიყოფა ჰემობლასტოზის შემდეგი სახეობები:
·         ლეიკოზი – ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც თავიდან ლოკალიზდება ძვლის ქსოვილში, ხოლო შემდეგ აზიანებს ყველა ორგანოს;
·         ლიმფომა – ავთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც შედგება ლიმფური კვანძების იდენტური ქსოვილებისგან;
·         ჰემატოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც შეუძლია მოედოს ნებისმიერ ორგანოს.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ მეცნიერები იხრებიან ვირუსულ-გენეტიკური თეორიისკენ. ამ თეორიის თანახმად, ძვლის ტვინის უჯრედებში ან ლიმფურ კვანძებში ხვდებიან გასაკუთრებული ვირუსები, რომელბიც ასუსტებენ იმუნიტეტს და უარყოფითად მოქმედებენ უჯრედებზე.
დაავადების სავარაუდო მიზეზებია:
·         ხშირი სტრესი;
·         ხანდაზმულობა;
·         ნაწლავების ინფექციები, ვირუსები;
·         იმუნური სისტემის დარღვევა;
·         ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება;
·         ორგანიზმის დასუსტება;
·         გენეტიკური მიდრეკილება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ჯირკვლების გადიდება მუცლის, ყელის ან სხვა ადგილებში, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილები;
·         ძვლების ტკივილი;
·         კანზე წითელი ლაქების გაჩენა;
·         ღრძილებზე, საყლაპავზე, კანზე გამაგრებული ადგილების გაჩენა;
·         ყელის, ხელების, სახის დასიება;
·         ელენთის და ღვიძლის გადიდება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
·         წონის სწრაფად დაკარგვა;
·         კანქვეშ სისხლჩაქცევები;
·         სწრაფად დაღლა;
·         კანის ქავილი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
·         ლიმფური კვანძების ბიოპსია;
·         რენტგენოგრაფიული გამოკვლევა;
·         ძვლის ტვინის გამოკვლევა;
·         ციტოგენეტიკური გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ძვლის ტვინის გადანერგვას;
·         ქიმიოთერაპიას;
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         სხივურ თერაპიას;
·         ანტიბიოტიკებს;
·         ჰემოსტატიკებს;
·         დეზინტოქსიკაციურ პრეპარატებს.

  ოსტეოქონდროზი

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ანემია;
·         ნეიროლეიკემია;
·         მეორადი ინფექციების განვითარება;
·         გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
·         საშარდე და ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია.
დიდია ლეტალური შედეგის რისკი.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ აღნიშნული დაავადების პროფილაქტიკისთვის კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ